ვიდეო, რომელიც 9GAG-ზე ძალიან პოპულარულია და 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქართული სოფლის შესახებაა.

პოლონელი ტურისტების მცირე ჯგუფი გვირჩევს, რომ თბილისის, ბათუმის და გორის გარდა, ტურისტები უნდა ესტუმრონ საქართველოს სამხრეთში მდებარე ერთ პატარა სოფელს, რომელსაც ქვია უდაბნო. სოფელში სულ რაღაც 300 ადამიანი ცხოვრობს და ისინი ძირითადად სვანეთიდან ჩამოსახლებული არიან. აქ აქვთ წყლის მუდმივი პრობლემა, არ არის ინტერნეტი, მაგრამ არის ბედნიერების ბევრი საშუალება.

ამ და ქართული სოფლის ყოფა-ცხოვრების ბევრ სხვა დეტალზე ძალიან ლამაზ ვიდეოში ყვება პოლონელი ვლოდეკ მარკოვიცი.

 

 

Leave a Reply