თანამედროვე ადამიანისათვის ნებისმიერი ნივთი პრაქტიკული გამოყენების გარდა, ინდივიდუალიზმის გამოხატულების საშუალებად იქცა. გამონაკლისს ცხადია არც გაჯეტები შეადგენს.  ამის ნათელი მაგალითია ის, რომ  ტექნიკის შეძენისას, მის ფუნქციურ მონაცემებთან ერთად, ვიზუალსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

“ბუდე” ორი  ხელოვანის პროექტია, რომელიც სმარტფონებისათვის გამორჩეული დიზაინის ბუდეებს ქმნის. პროექტის იდეა სოფო ისაკაძეს ეკუთვნის, ხოლო მობილურის ქეისებზე ახალგაზრდა მხატვრის – ლევან სამნაშვილის ნამუშევრებია დატანილი.

როგორც სოფო ამბობს, ეს პროექტი, პირველ რიგში, ხელს უწყობს თანამედროვე მხატვრობის პოპულარიზაციას და, ამ შემთხვევაში, ლევანის ნამუშევრების ფართო მასებამდე მიტანას. მეორეს მხრივ, ამგვარი საქმიანობა ხელოვანს საშუალებას აძლევს, საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროც იყოს.

მნიშვნელოვანია ის, რომ მობილურის ბუდეების დიზაინი არ იქმნება შემკვეთის გემოვნებით – არსებობს წინასწარ შერჩეული კატალოგი, რომლიდანაც მყიდველი ირჩევს სასურველ ნახატს. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ეს კატალოგი იზრდება და ემატება ლევანის ახალი ნამუშევრები.

     

   

ნახატების კატალოგი:

 

 

გვერდის სანახავად გადადით ბმულზე

https://www.facebook.com/profile.php?id=100008222114637

 

Leave a Reply