იტალიური ავეჯის სალონი „პენსარეკაზა“ უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის. მაღაზიათა ქსელი მსოფლიოს 14 სხვადასხვა ქალაქში ემსახურება ერთგულ მომხმარებლებს. გარდა უმაღლესი ხარისხის იტალიური ავეჯისა, ბრენდი გვთავაზობს აქსესუარებს, ლამინატს, პარკეტს, შპალერსა და ყველა იმ დეტალს, რომელიც თქვენი ინტერიერის სრულყოფილად მოწყობისთვისაა გამიზნული.

„პენსარეკაზა“ თბილისის დირექტორი მერი გურული კომპანიის წარმატების შესახებ გვიამბობს და შოურუმის დეტალებს გვაცნობს:

„პენსარეკაზას“ ქართველი მომხმარებელი დღითი დღე უკეთ იცნობს. ჩვენს შოურუმში ყოველდღე მეტი ადამიანი მოდის. ჩვენს Facebook გვერდს 10 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და კვირიდან კვირამდე ახალ ვიზიტორთა რაოდენობაც იმატებს. Facebook მომხმარებლები ხშირად გვპირდებიან, რომ აუცილებლად გვესტუმრებიან შოურუმში. ასეც ხდება. საზოგადოებრივი ინტერესი ჩვენ მიმართ დიდია.

მერი გურული თქვენი კომფორტის სადავეებთან

თქვენ ხართ მომხმარებელი, რომელსაც ძალიან მოსწონს ჩვენი სამზარეულო, მაგრამ სახლის პარამეტრებში არ ჯდება, ან ფერის შეცვლა ურჩევნია. თქვენ მოდიხართ „პენსარეკაზაში“, ათვალიერებთ კატალოგს. შემდეგ ჩვენი კონსულტანტი სახლში მოგყვებათ და აზომვას აკეთებს. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ უკვეთავთ ჩვენს პროდუქტს, რომელსაც 2 კვირიდან 2 თვემდე ვადაში ჩამოგიტანთ იტალიიდან. მოგიტანთ, აგიწყობთ, დაგიმონტაჟებთ.

ჩვენი სამი პროფესიონალი დიზაინერი მომხმარებელს ეხმარებიან სივრცის ოპტიმალურ დაგეგმარებაში, ინტერიერის მოწყობაში, ავეჯისა და აქსესუარების სწორად განთავსებაში.

გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ განვადების მოსახერხებელ სისტემას, თანხის ეტაპობრივად დაფარვის შესაძლებლობას.

სამზარეულოების ხაზი „პენსარეკაზაში“

ყველაზე მრავალფეროვანია და შესაბამისად, კონკურენტული უპირატესობები გვაქვს. ამ სეგმენტში ამხელა არჩევანი სხვა ავეჯის მაღაზიებს  არ აქვს. „პენსარეკაზაში“ სამ საფასო კატეგორიას ნახავთ: 1 400 ევროდან –  17 000 ევრომდე. ეს ფასიც, სამზარეულოს ზომის მიხედვით მერყეობს. ამხელა არჩევანს კი, რომელიც ჩვენს შოურუმში და კატალოგებშია, ვერსად ნახავთ.  სამზარეულოები აბსოლუტურად მომხმარებელზეა მორგებული. აქ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ სასურველი ავეჯის ზომა, ფერი და მასალა.

„პენსარეკაზას“ წარმატების რეცეპტები და მომავალი გეგმები

ჩვენი წარმატების საიდუმლო ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილებაა. ჩვენ არ მივმართავთ ექსპერიმენტებს. ჩვენი ბრენდის კონცეფციაზე იტალიელ დიზაინერთა გუნდი მუშაობს. მისდევენ თანამედროვე ტენდენციებს, სწავლობენ გაყიდვების სისტემებს და ამაზე დაყრდნობით ქმნიან კოლექციებს, რომელთა გაცნობის საშუალებაც ქართველ მყიდველს „პენსარეკაზაში“ აქვს. ჩვენ დღითიდღე ვვითარდებით. კორპორატიული გაყიდვების თვალსაზრისით პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით.  მაგალითად, M2 -ის ბინებში უკვე „პენსარეკაზას“ სამზარეულოებს ნახავთ.  აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამშენებლოებთან, დეველოპერულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, ასევე, კერძო დიზაინერებთან და არქიტექტორებთან.
11857596_1204473122911988_837209554_n

11871666_1204473206245313_946855292_o

11880100_1204473259578641_1758286538_n

11894723_1204473269578640_758024634_o

11899342_1204473249578642_1957371217_o

11900695_1204473272911973_2110065507_o

11901737_1204473262911974_770958640_o
გელით პენსარეკაზაში, დ.აღმაშენებლის ხეივანში, მე-12 კილომეტრზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-კვირა 11:00-20:00 საათი

Leave a Reply