არქიტექტურულ სამყაროში ბევრი საკითხია, რაზეც წლების განმავლობაში მიდის დავა და რომლებიც დროის ცვლილებასთან ერთად აქტუალურობას არ კარგავენ.მაგალითად,  რამდენად კარგად უგებენ ერთმანეთს მდედრობითი სქესი და არქიტექტურა,  არის თუ არა არქიტექტორების ულიმიტო სამუშაო დღე ნორმალური, რა სკობს, ხელით ხატვა თუ  კომპიუტერული მოდელირება. ამ უკანასკნელ კითხვაზე ორივე მიმართულებას საკმაოდ ძლიერი დამცვეელები და წარმომადგენლები ჰყავთ. ხელით მხატვრობის მიმართულების ერთ-ერთი ცნობილი მიმდევარია მაიკლ გრეივისი (Michael Graves), ხოლო კომპიუტერული მოდელირების სფეროში გურუდ  კი – პატრიკ შუმახერი ითვლება (Patrik Schumacher,).

 

ტრუროს კათედრალისათვის შექმნილი დიზაინი. 1878 წელი. მხატვარი : ვილიამ ბიურგი ( William Burges). ვიქტორიასა და ალებერტის მუზეუმის გამოსახულება, ლონდონი

არქიტექტურის სფეროს ონლაინ გამოცემამ, არქდეილიმ (Archdaily) საკმაოდ საინტერესო სტატია მიუძღვნა ამ საკითხს, რომლის დროსაც გამოკითხულ იქნა  მათი მკითხველი არქიტექტორები. გასაკვირი აღმოჩნდა გამოკითხული ადამიანების აზრის თანხვედრის რაოდენობა. თითქმის ყველა თანხმდებოდა, რომ ორივეს, კომიუტერულ და ხელით ხაზვით არქიტექტურას, თავისუფლად შეეძლოთ თანაარსებობა, რადგან ჩანახატების გაკეთება იდეების ფორმირების საუკეთესო საშუალებაა, ხოლო კომპიუტერული ხაზვა საბოლოო სიზუსტის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ელემენტია. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ხელით მხატვრობის როლი არავის დაუმცირებია, გამოკითხულთა შორის კომპიუტერულმა არქიტექტურამ უპორობოდ გაიმარჯვა.

გამოკითხვაში მონაწილეობა მრავალმა მოქმედმა არქიტექტორმა და არქიტექტურული ბიუროს ხელმძღვანელმა მიიღო. ჩანახატების მნიშვნელობას ყველა მათგანი ერთხმად აღნიშნავდა. ბევრი ადამიანის აზრით ხელით ხატვისას უფრო ადვილდება საკითხზე ორიენტირება და შესაბამისად იზრდება კრეატიულობის კოეფიციენტიც. შესაბამისად ნამუშევარი მრავალფეროვანი გამოდის, თუმცა ზოგიერთი გამოკითხულის აზრით ფანქრითა და ფუნჯით შესრულებული ნახატი ტექნიკის მხრივ შეზღუდულია, რაც აუცილებელს ხდის ფანქრის კომიუტერის პარალელურად გამოყენებას.

საბოლოო აზრის ფორმირებისას ნათელი გახდა, რომ მთავარი სირთულე არა ხელით , ან კომპიუტერით ხაზვაში მდგომარეობს, არამედ ამ ორ საშუალებას შორის იდეალური ბალანსის პოვნაში. ჟურნალმა გამოკითხული არქიტექტორების პასუხებში ის პასუხიც დაადგინა, თუ რა ხდება, როდესაც ბალანსი ვერ მიიღწევა და არჩევანი რომელიმე ერთ მათგანზე კეთდება. ამ საკითხის საპასუხოდ მათ მოიყვანეს ერთი არქიტექტორის მაგალითი, რომელმაც მაგისტრატურა არქიტექტურაში 2008 წელს დაასრულა და მთელი მისი 5 წლიანი სწავლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა პროექტი ხელით შეასრულა. მოგვიანებით მან გადაწყვიტა მომავალშიც გაეგრძელებინა ხელით ხაზვა. მისი თქმით ხელით ხატვა აიძულებს ადამიანს იყოს ფრთხილი ფანქრისა და ტუშის ხმარებისას, აიძულებს აღიქვას საგნები სამ განზომილებაში, უზრუნუნველყოფს გონების სტიმულირებას, რაც გამოწვეული ყველა დეტალისა და ხაზის ადგილმდებარეობის წინასწარ განსაზღვრით. ამასთან ეს ადამიანი ხატვის ინტიმურობის ასპექტსაც არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭედა. ხალხი ინტეესდებოდა მისი მუშაობით არა მისი ხარისხის, არამედ ტექნიკის გამო, რადგან ხელით ხაზვა უკვე ძველ, ისტორიულ საქმიანობას მიეკუთვნებოდა და მისი სამუშაო პროცესში მისი ხილვა უკვე თითქმის შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად, როცა საქმე საქმეზე მიდა,  ამ არქიტექტორმა ვერ შეძლო თავისი ნამუშევრების “გაყიდვა” ციფრულ სამყაროში, რადგან რეალურად არ აღმოჩნდა მოთხოვნა ხელით შესრულებულ ნახაზებზე. მის მიერ სწავლის პროცესში გაკეტებული არჩვანის გამო კი – პროფესიით აღარასოდეს უმუშავია.

წყარო:

http://www.archdaily.com/627654/the-computer-vs-the-hand-in-architectural-drawing-archdaily-readers-respond/

Leave a Reply