საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ადამიანები განსაზღვრული ინტელექტუალური შესაძლებლობებით იბადებოდნენ და ყველაზე კარგი, რაც ჩვენ შეგვეძლო, ამ შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება იყო. დღესდღეობით კი, მეცნიერების ახლად გაკეთებული დასკვნების მიხედვით, ნათელი გახდა, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი შესაძლებლობების არა მხოლოდ სრულყოფა, არამედ რეალურად მათი გაზრდაც კი. უფრო კონკრეტულად კი, ახალი უნარების შეძენით ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ აზროვნების პროცესი და გავიუმჯობესოთ ინტელექტუალური შესაძლებლობები. ქვემოთ თქვენ იხილავთ იმ 7 ჰობის (საყვარელ საქმიანობას), რომელთა საშუალებითაც შეძლებთ არა მხოლოდ  სიამოვნების მიღებას, არამედ ინტელექტულურ ზრდასაც.

1. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა

მუსიკალურ ინსტრუმენზე დაკვრა ზრდის კრეატიულობას, ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს, გიადვილებთ ენებისა და მათემატიკის შესწავლას, აუმჯობესებს მოტორულ უნარებს და ა.შ. ბევრის მტკიცებით ყველა ამ უნარის განვითარება და გაუმჯობესება შესაძლებელია გუნდური თამაშების საშუალებითაც, თუმცა ის, რასაც ინსტრუმენტზე დაკვრა სხვა ყველა საქმიანობისგან განსხვავებით განგივითარებთ, არის ტვინის ნახევარსფეროების დამაკავშირებელი ნერვის (corpus callosum) გამაგრებაა, რითაც მათ შორის კავშირი მნიშვნელოვნად გამყარდება.  ამ ნერვის გაძლიერება იწვევს აღმასრულებითი უნარების, მახსოვრობის, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევებისა და ზოგადად ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებას მიუხედავად თქვენი ასაკისა.

2.  იკითხეთ

კითხვის დადებითი მხარეები აბსოლუტურად ერთნაირია თქვენს მიერ წაკითხული ტექსტის შინაარსის მიუხედავად, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან სარებელს იღებს ყველა განურჩევლად, როგორც  “ჰარი პოტერის”, აგრეთვე მაკიაველის ” მთავარის” მკითხველი. კითხვის პროცესი ამცირებს სტრესს, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ. ამასთან, ის ზრდის სამივე ტიპის ინტელექტს – კრისტალიზებულს, ლიკვიდურსა და ემოციურ ინტელექტს.

ის გეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში, სხვადასხვა ინფორმაციისა და ცოდნის თავმოყრაში, რაც დაგეხმარებად ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამასთან, ის  დაგემხარებათ ფორმის ადვილად შეგრძნების უნარის განვითარებაში და ინფორმაციის გააზრებაში. გაგიუმჯობესებთ წარმოსახვას, ინტერპრეტირებასა და აზრის სწორად/მარტივად გამოხატვის უნარებს.

სამუშაო პროცესში ეს უნარები მენეჯერული უნარების ქონასა და საკითხების ადვილად გადაჭრაში წაგადგებათ.

3. ივარჯიშეთ რეგულარულად

ერთჯერადი ვარჯიში კარგია, და ის სწრაფ შედეგს იძლევა თვენი სხეულისა და წონის ფორმაში მოსაყვანად. თუმცა, რეგულარული ვარჯიში გაცილებით მნიშვნელოვანია. ვარჯიშების რეგულარულად გაკეთებისას უჯრედები ივსება BDNF -ით, პროტეინით, რაც ხელს უწყობს მახსოვრობის, ფოკუსირების, სწავლის, კონცენტრაციისა და გააზრების უნარების განვითარებას.  ამ პროტეინს ხშირად გონებრივ გამჭრიახობადაც მოიხსენიებენ.

4. შეისწავლეთ უცხო ენა

დაივიწყეთ კროსვორდებისა და სხვა გონების სავარჯიშოების კეთება და მათ ნაცვლად შეუდექით უცხო ენის შესწავლას გონების სავარჯიშოდ. კვლევებმა ცხადჰყვეს, რომ ადამიანები, რომლებიც ორ უცხო ენას ფლობენ , გაცილებით კარგად ხსნიან გონების სავარჯიშოებს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ერთენოვანნი არიან. ახალი უცხო ენის შესწავლა ხელს უწყობს გონებასთან დაკავშირებული დავალებების უკეთესად გადაჭრას, რაც მოიცავს ტიპურ უნარებს, როგორებიცაა დაგეგმვა და პრობლემების გადაჭრა.

მაგალითისათვის, ორი უცხო ენის ცოდნა საშუალებას მოგცემთ გარემოს უკეთ აღქმაში და პროცესებისადმი ყურადრების სწორად მიმართვაში.

5. მოიყვანეთ ცოდნა სისტემაში

უმაღლესი სკოლის, ან უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი ხშირად წინასაგამოცდოთ დიდ დროს ხარჯავს მასალის მომზადებაში. მიუხედავად იმ მომენტში მიღებული მაღალი შეფასებისა, მოკლე პერიოდში მიღებული დიდი რაოდენობით ინფორმაცია ხშირად დავიწყებას ეძლევა. ერთ-ერთი საქმიანობა , რომელიც ხელს უწყობს სისტემური განათლების მიღებას, არის სწორედ უცხო ენის შესწავლა. გრამატიკისა და ლექსიკის შესახებ ინფრომაციის მიღებისას ჩვენ ვსარგებლოთ სიტემით, რომლითაც გვიადვილდება უცხო ენის შესწავლა და ერთგვარ ფორმას ვაძლევთ მას ჩვენს გონებაში. სწორედ ასე მიუდექით ნებისმიერი საკითხის შესწავლას. შედეგად, თქვენ მიიღებთ სისტემურ განათლებას და ცოდნა დიდხანს გაგყვებათ.

6. ავარჯიშეთ გონება

კროსვორდები, სუდოკუ, მაგიდის სავარჯიშოები, ვიდეო თამაშები, კარტი და მსგავსი გასართობები ხელს უწყობს ნეიროპლასტიურობას. მსგავსი საქმიანობები იწვევს ტვინის უჯრედებსა და ნერვულ სისტემაში ცვლილებას, რაც ბიძგს აძლევთ ტვინს მოახდინოს თვითრეორგანიზება.

სხვადასხვა სავარჯიშოების საშუალებით საკითხების ახალი გადაწყვეტილებების ძიებისას იზრდება ნეიროპლასტიურობა, რაც საშუალებას გვაძლევს საკითხები სხვადასხვა კუთხით დავინახოთ და გავიაზროთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქცევასა და ემოციას შორის. ამასთან, უმჯობესდება ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობები. ნეიროპლასტიური ადამიანები ადვილად ითვისებენ ახალ საკითხებს, და არიან ნაკლებ ემოციურნი, ნაკლებად დეპრესიულნი და სიახლეებს მშვიდად ღებულობენ.

7. მედიტაცია

1992 წელს  დალაი ლამამ  თავისთან მიიწვია მეცნიერი რიჩარდ დევიდსონმა (Richard Davidson), რათა მას შეესწავლა მისი ტვინის ტალღები მედიტაციის პროცესში, იმის დასადგენად, ჰქონდა, თუ არა მას ფორმირებული სპეციფიური ტალღები, რომლებიც კონკრეტულ ბრძანებაზე რეაგირებდნენ. კვლევისას აღმოჩნდა, რომ როდესაც დალაი ლამას და მის ბერებს სთხოვეს მედიტაციისას კონცენტრირება გაეკეთებინათ თანაგრძნობასა და სიბრალულზე, მათმა ტალღებმა აჩვენეს, რომ ისინი ძლიერ თანაგრძნობას განიცდიდნენ. კვლევის შედეგების სრული მონაცემები 2004 წელს გამოქვეყნდა მეცნიერთა ნაციონალური აკადემიის ჟურნალში, მოგვიანებით კი – ჟურნალ ვოლ სტრიტში (The Wall Street Journal), რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შედეგად მედიტაცია პოპულარული გახდა ამბიციურ ადამიანთა წრეში, რადგან კვლევების მიხედვით ის ამტკიცებდა , რომ მას შეეძლო ადამიანის ტვინის ტალღების მართვა და შეგვეგრძნო ნებისმიერი რამ ნებისმიერ დროს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავი ვიგრძნოდ ბევრად უფრო ძლიერად მოლაპარაკებების დაწყებამდე, გავხდეთ დამაჯერებელნი გაყიდვების წარმოებისასა და ვიყოთ ბევრად უფრო თავდაჯერებულნი პოზიციურად დასაწინაურებლად.

თუმცა, ძირითადი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ტვინს შეუძლია განვითარება და ჩვენ ეს შეგვიძლია უზრუნველვყოთ გამიზნულად. სხვადასხვა საქმიანობები ასტიმულირებენ ტვინის სხვადასხვა უბანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ დაუმარცხებელნი საკუთარი სისუსტეების გაუმჯობესების გზით.

ამ საქმიანობების ათვისებით ადამიანები შეძლებენ განავითარონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და მიაღწიონ პროფესიულ წინსვლას.

წყარო:

http://www.businessinsider.com/research-shows-that-these-7-hobbies-will-make-you-smarter-2015-8?utm_content=buffer6192f&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer

Leave a Reply