ბრიტანულმა ორგანიზაციამ “Hubbub-“მ  ლონდონის ქუჩებში სისუფთავის დაცვის მიზნით ახალი კამპანია დაიწყო. კამპანია #neatstreets (#სუფთაქუჩები) ლონდონის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ ქუჩაში ნაგავი არ დაყარონ. კამპანიის ფარგლებში ქუჩებში დაიდგა სპეციალური კონტეინერები სიგარეტის ნამწვისთვის. კონტეინერები ორად არის დაყოფილი და მათზე დიდი ასოებით წერია მაგალითად ასეთი ფრაზა: – “ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი?”. ქალაქის მაცხოვრებლებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი აზრი და სიგარეტის ნამწვი კონტეინერის შესაბამის განყოფილებაში ჩააგდონ. კამპანიის ორგანიზატორებმა ასევე შექმნეს სპეციალური დაფები საღეჭი რეზინის მოყვარული ადამიანებისთვის. დაფებზე შესაძლებელია საღეჭი რეზინების მიმაგრება, რის შემდეგაც ვიღებთ გარკვეული სახის ფიგურას ან გამოსახულებას.

cigarette-butt-voting-neat-streets-london-13“ჩვენი მოსახლეობის 86 % ფიქრობს, რომ ქუჩებში ნაგვის დაყრა მავნე ჩვევაა. თუმცა მხოლოდ 15 % თუ მისცემს სხვას შენიშვნას აღნიშნული საქციელის გამო. სწორედ ეს გახდა კამპანიის წამოწყების მიზეზიც. ჩვენ გვსურს, რომ მოქალაქეებს სისუფთავის დაცვისკენ მოვუწოდოთ.” – აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.

 

cigarette-butt-voting-neat-streets-london-3

cigarette-butt-voting-neat-streets-london-16

cigarette-butt-voting-neat-streets-london-2

cigarette-butt-voting-neat-streets-london-1

 

 

წყარო: www.boredpanda.com

Leave a Reply