ანა გოგუაძე მეგობრებთან ერთად ახალი ინიციატივით გამოდის – მივცეთ “მზიურს” ახალი სიცოცხლე, ახალი ენერგია, რაც გულისხმობს უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში სოციალური კაფეს გახსნას და ამფითეატრის ამუშავებას.

რამდენიმე დღეა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ავრცელებენ ვიდეომიმართვებს, სადაც ისინი საუბრობენ, რას ნიშნავს მათთვის “მზიური”, როგორ წარმოუდგენიათ მისი “ახალი სიცოცხლე” და მოუწოდებენ მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შშმ პირებისთვის პარკი სრულიად ადაპტირებული იქნება!

სოციალური კაფეების შექმნა წარმატებული პროექტია მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც არ გააჩნია კომერციული მიზნები და იქნება ორიენტირებული სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ.

მოქალაქეების მობილიზებისა და პროექტის გამჭირვალობის მიზნით შეიქმნა “ფეისბუქზე” ჯგუფი (http://on.fb.me/1KhTSqo ), სადაც ყველას აქვს საშუალება გააზიაროს პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, შესთავაზონ ახალი იდეები და მიიღონ მონაწილეობა მათ განხორციელებაში.

 

11059357_1481925312110424_2762661730984381161_n

12006281_1481924718777150_2310983128145908944_n

 

 

 

 

Leave a Reply