იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური სიახლეები შემოვიდეს, საჭიროა მათთვის ადგილის გამონთავისუფლება. როგორც უვლით და ალაგებთ სახლს თუ საკუთარ საოფისე მაგიდას, ასევე უნდა  დაალგოთ და გაასუფთავოთ თქვენი გონება იმ ნივთების, წარმოდგენებისა თუ ჩვევებისაგან, რომლებიც ხელს გიშლიან წარმატების მიღწევაში. ქვემოთ  მოყვანილია ის რამდენიმე რამ, რომლითაც “დასუფთავების” დაწყება კარგი დასაწყისი იქნებოდა:

1. მცდელობა, იყოთ საუკეთესო

პერფექციონიზმი ნებისმიერ სფეროში თავადვე გვიბიძგებს წარუმატებლობისაკენ. რეალურად ეს არაა უკეთესისაკენ სწრაფვა, არამედ თქვენ თქვენდაუნებურად საკუთარ თავს ჩააგონებთ, რომ არ ხართ საუკეთესო.

2. მოითხოვეთ მეტი 

გაზარდეთ თქვენი ჰორიზონტი. მოითხოვეთ მეტი. გაიზარდეთ. ზოგჯერ პროცესი მტკივნეულია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

3. ნუ იქნებით ბეჯითები

საქმისადმი მსუბუქი დამოკიდებულება ნაკლებად ემოციურად იმოქმედებს თქვენზე, თუმცა, ამავე დროს, მოტივაციასაც არ შეგიმცირებთ. ეს ყოველთვის არაა კომფორტული, თუმცა საქმის კეთებას გაგიადვილებთ.

4.  მიეხმარე იღბალს 

იღბალი საფუძველს წინასწარი მომზადებიდან იღებს. თქვენს ცხოვრებაში  კარგი შესაძლებლობების გამოჩენა შესაძლოა ნაწილობრივ იღბლის გავლენა იყოს, მაგრამ ის, ამავე დროს, იმის ცოდნაზეცაა დამოკიდებული, თუ სად ეძებოთ ისა ამისათვის საჭიროა იყოთ მზად მის მისაღებად.

5. შეწყვიტე ლოდინი

ჩვენ ჩაგვაგონებდნენ, რომ თუ დაველოდებით სწორ დროს, სწორ ადგილს და საჭირო პიროვნებას, მაშინ იღბალი აუცილებლად მოვა ჩვენთან. სინამდვილეში იღბალი  მდგომარეობს არა იმაში, თუ სად გიპოვით ის, არამედ, სად იპოვით მას თქვენ.

 

6. ნუ იქნები დამოკიდებული სხვის აზრებზე

ნუ მისცემს სხვებს უფლებას თავს მოგახვიონ თავიანთი აზრები. ნუ დაკარგავთ სხვის აზრზე დროს!

7. დაფიქრდი, ღირს თუ არა ყველაფრის საკუთარ თავზე აღება 

იმის მიუხედავად, შეგიძლიათ თუ არა მთლიანი საქმის მარტო კეთება, მარტო მასთან გამკლავება ორმაგ დროსა და ორმაგად ნაკლებ გართობას უდრის, რისი დანაკლისიც საქმის სხვასთან განაწილებით მარტივად შეგიძლიათ შეივსოთ.

8. ნუ შეპირდები საკუთარ თავს მცდარ რამეებს

რაც შეიძლება ნაკლებად მიეცით ვინმეს პირობა, ხოლო გაცემული გახადეთ 100%-ით დასაყრდნობი.

9. ფოკური სისუსტეებზე  

ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი სისუსტეები. იმუშავეთ მათ გამოსწორებაზე, თუმცა ფოკუსი თქვენს ძლიერ მხარეებზე გააკეთეთ.

10. არ გაიშვირო თითი სხვისკენ

ეს საქციელი არაკეთილსინდისიერია. ამასთან, ის თქვენს პრესტიჟზე მოქმედებს

11. გადახედე თქვენს უარყოფით აზრებს

თქვენ შესაძლოა გწამდეთ, რომ პასუხისმგებელი ხართ თქვენს საქციელზე და არა ფიქრებზე. სიმართლე ისაა, რომ ამ ორის განცალკევება შეუძლებელია. იფიქრეთ პოზიტიურად.

12. შეწყვიტე წარსულით ცხოვრება

თქვენი მომავალი იწყება ახლა.

13. სხვებამის სურვილებამდე საკუთარ სურვილებს მოუსმინე 

მცდელობა, ასიამოვნოთ ყველას, უმოკლესი გზაა წარუმატებლობისაკენ. ეცადეთ ასიამოვნოთ საკუთარ თავს და იმათ, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

14. გაზარდე პატარა მიზნები

პატარა მიზნები პატარა შედეგებისთვისაა.. დაისახეთ დიდი მიზნები და შედეგიც მისი შესაბამისი გექნებათ.

15. ისწავლე წყენის დავიწყება 

ისინი გართმევენ დროს და ენერგიას და ავტომატურად უკან გექაჩებიან. გათავისუფლდით ძველი გულისტკენებისგან.

16. ნუ ეცდები ცვლილებების თავიდან აცილების 

ცვლილება მაინც მოხდება, გინდათ ეს თქვენ, თუ არა. მართეთ ისინი და მიიღეთ მაქსიმალური შედეგი.

17. ნუ დაიჯერებ, რომ რაიმეს უშეცდომოდ გაკეთებას შეძლებ

რისკის თავიდან აცილება და მასზე არასოდეს წასვლა ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც კი შეგიძლიათ ოდესმე დაუშვათ.შეცდომები არც ისე ცუდია, როგორც შეიძლება გეგონოს. მათზე ბევრი რამის სწავლა შეიძლება. თუ შეცდომას არ დაუშვებ, ვერასოდეს მიხვდები, როგორ უნდა გამოასწორო.

18.  არ თქვა – “არ შემიძლია”

არ მოეშვათ საკითხებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გერთულებათ. ამასთან, არ ისაუბროთ საკუთარ თავზე უარყოფით კონტექსტში.

19. გაზარდე შენი თავის მნიშვნელობა, აქციე მნიშვნელოვან პიროვნებად 

საკუთარი თავის პატარა ყვავილად წარმოჩენა თქვენ დიდ შედეგს ვერ მოგიტანთ. ამასთან, ეს უხერხლობას უქმნის სხვებს და მოსაწყენად წარმოგაჩენთ.

20. ნუ იჭორაებ

ჭორაობა პატარა ადამიანების საქმიანობაა. ისაუბრეთ იდეებზე. ადამიანებზე საუბრისას, კი ყოველთვის გაამახვილეთ ყურადღება მათ დადებით მხარეებზე.

21. მოძებნე ძალა ყველაფრის თავიდან დაწყებისთვის 

წარუმატებლობა არ დაცემაში კი არა, არამდემ დაცემის შემდეგ წამოდგომის გამბედაობის არ ქონაშია.

22. შეწყვიტე წუწუნი 

თუ დროს გუშინდელ დღეზე წუწუნში დახარჯავთ, თქვენ ვერ შეძლებთ გახადოთ ხვალინდელი დღე უკეთესი.

23. დროის ნეგატიურ ადამინებთან ერთად გატარება სისულელეა 

თუ თქვენი გარშემომყოფები თქვენ დაცემას ცდილობენ, მაშინ დროა ისინი დატოვოთ და იწყოთ წინსვლა.

24.  ნუ შეადარებ საკუთარი თავს სხვებს

შედარება კიდევ ერთი რამაა, რაც ხელს გიშლით ბედნიერებაში. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, თუ რას აკეთებენ სხვები. ჩვენ ყველანი ხომ განსაკუთრებულები და უნიკალურები ვართ, არც სხვები აკეთებენ იმას, რასაც შენ და ეს სრულიად ნორმალურია.

25. დაიჯერე ცვლილებების შესაძლებლობა 

თვითოეულ თქვენგანს შეუძლია გააკეთოს განსაკუთრებული რამ, ერთობლივად კი ჩვენ შევძლებთ დიდი ცვლილებების განხორციელებას.

 

ჩვენ ყველას გვაქვს შიშები და დამოკიდებულებები, რომლებისგანაც უნდა განვთავისუფლდეთ, რაღა  შევძლოთ საკუთარი თავის უკეთესობისაკენ შეცვლა. ყველას შეუძლია წარმატების მიღწევა. მთავარია იპოვოთ, რა არის თქვენი მთავარი მუხრუჭი, რა გიშლით ხელს წინსვლაში

 

წყარო:

http://www.businessinsider.com/25-simple-things-to-give-up-if-you-want-to-succeed-2015-9?utm_content=buffera063c&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer

 

Leave a Reply