გოგონა, რომლისთვისაც სიყვარული წაგებული თამაში იყო.

“ემი – გოგონა სახელის უკან” სწორედ ასე ქვია ასიფ კაპადიას დოკუმენტურ ფილმს ემი ვაინჰაუსის შესახებ, რომელიც ჯერ მხოლოდ რამდენიმე კინოფესტივალზე, მათ შორის ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF) აჩვენეს.

“შთამბეჭდავი”, “ზღაპრული და დაუვიწყარი”, “ამის არ ნახვას ვერ აპატიებ საკუთარ თავს”, “წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი”, “კინემატოგრაფიის სიმღერა დაკარგული სულისთვის” – ეს იმ შეფასებების მცირე ნაწილია, რომლებიც ძალიან ცნობილი გამოცემების ჟურნალისტებმა და კინოკრიტიკოსებმა არ დაიშურეს 27 წლის ასაკში დაღუპული მომღერლის შესახებ გადაღებული ფილმისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფართო კინოგაქირავებაში არ ჩაშვებულა, ის უკვე ბრიტანულ კინომატოგრაფიაში ყველაზე შემოსავლიანი მეორე დოკუმენტური ფილმია “9/11″-ის შემდეგ.

ფილმი, 14 წლის ემის სიმღერის კადრებით იწყება, რომელიც მისი მეგობრის დაბადების დღეზეა გადაღებული. საოცრად მგრძნობიარე, თავისუფალი, მხიარული და მეგობრული გოგონა, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენ თუ 27 წლის ასაკში ალკოჰოლის მაღალი დოზის მიღების გამო გარდაიცვლება. ფილმის ძირითადი ნაწილი სამოყვარულო კამერით და მეგობრების გარემოცვაშია გადაღებული.  ძალიან პიკანტური და პირადული დეტალები მომღერლის შესახებ: როგორ წერდა თავისი სიმღერების ტექსტებს, როგორ ემზადებოდა სცენაზე გასვლისთვის. ამბობენ, რომ ის ბულემიით იყო დაავადებული და ერთხელ დედას გაუმხილა, რომ ინდივიდუალური დიეტა მოიფიქრა, რაც ჭარბი წონის თავიდან აცილებაში ეხმარებოდა.

მომღერლის ოჯახს არ მოსწონს ფილმი. ისინი არც თუ ისე კარგი რაკურსით არიან წარმოდგენილები. თუმცა ოჯახი აქტიურად ეხმარებოდა მას ნარკოტიკოდამოკიდებულებისგან რეაბილიტაციის დროს.

ფილმის კინოთეატრებში ჩვენება სექტემბრიდან იგეგმება. BIAFF-ის მონაწილეებს კი ნამდვილად ძალიან გაგვიმართლა.

 

 

One Response

Leave a Reply