რუსეთში ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს ნამუშევარი ,,სიყვარული” აკრძალეს.  ფილმი პარიზის კინო სკოლის სტუდენტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავისი შვილის დედასთან სიყვარულისა და ბედნიერების გარეშე ცხოვრობს. ნაცრისფერ დღეებს კი ყოფილ შეყვარებულზე ფიქრსა და მასთან გატარებული დროის გახსენებაში ატარებს.  რეჟისორის თქმით მას სურდა ეჩვენებინა სექსუალური ლტოლვა, რომელსაც ხშირად ვხვდებით რეალურ ცხოვრებაში და რომელიც იშვიათად ჰპოვებს ასახვს დიდ ეკრანზე.

 

 

 

ფილმი ევროპის მრავალ ქვეყანაში გამოვიდა და მისი ნახვის საშუალება 18 ან 21 წელის ასაკის ზემოთ მყოფ მაყურებლებს ჰქონდათ. რუსეთში მისი ნახვა ნებისმიერი ასაკის ადამიანს აეკრძალა. ფილმის რუსული პრემიერა უნდა მომხდარიყო პეტერბურგის კინო ფესტივალის ფარგლებში, თუმცა ფილმის ჩვენებაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა უარი თქვეს. რუსეთის კულტურის მინისტრმა, ვლადიმირ მედისნსკიმ განაცხადა : ,,არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე ჩემი ემოციები, რომლებიც ფილმის ნახვის შემდეგ მქონდა.”

ფილმი გამოირჩევა ეროტიული სcენების სიუხვით. აკრძალვის მთავარ მიზეზად სწორედ ეს ფაქტი სახელდება.

 

 

Leave a Reply