ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ლონდონში, აუცილებლად შეამჩნევდა რეკორდულ რაოდენობას მარეგულირებელი ნიშნებისა, რომლებიც მთელს ქალაქში, ყველა ობიექტსა და სატრანსპორტო საშუალებაზე გვხვდება. გამაფრთხილებელი ნიშანი აქვს მეტროში ორი ვაგონის გადაბმის ადგილსაც, რომელიც მგზავრებს აცნობებს, რომ მატარებლის მოძრაობის დროს კარის გაღება სიცოცხლისთვის საშიშია. ერთი შეხედვით მარტივი ამბავია, მაგრამ ნიშანი მაინც აქვს.

ლონდონი წელიწადში საშუალოდ 16-17 მილიონ ტურისტს მასპინძლობს და ცხადია, ამდენი განსხვავებული კულტურისა და ენის მქონე ადამიანებისთვის მარეგულირებელი ნიშნების არსებობა საჭირო კი არა აუცილებელიცაა.  ბანერების წყლობითაა, რომ ყველა მგზავრი ესკალატორის მარჯვენა მხარეს დგას,მარცხენა მხარე კი მხოლოდ სამოძრაო ზოლია. მიუხედავად იმისა, რომ პიკის საათში, ესკალატორის მარჯვენა მხარეს დასადგომად უშველებელი რიგი დგება, მაინც არავინ ჩერდება მარცხენა ნაწილში და ეს მოწესრიგებული პროცესი ერთგვარი შვებაცაა მეტროს გადატვირთულ სივრცეში. ეს და სხვა მცირე დეტალები ქმნის კომფორტს იმ საარსებო გარემოში, კომფორტს ქალაქებში ადამიანებისთვის, უფრო ნაკლებ პრობლემასა და ცოტათი უფრო სასიამოვნო გარემოს.

025 026 024 023 022 021 020 019 018 017 016 015 013 011 010 08 07 06 04 03 02 01

სულ ვფიქრობ, რომ ჩვენთან, საქართველოში ყველაზე მეტი საჭიროებაა ნიშნების, საჭირო კი არა, აუცილებელიცაა, მაგალითად, მითითებები რიგში დგომის წესებით; რომ ნაგვის გადაყრა მანქანიდან არ შეიძლება, საზოგადოებრივი ტრანპორტიდან ჯერ უნდა გამოატარო და შემდეგ შეხვიდე და რამდენია მსგავსი, რომელიც ყოველდღიურობას უფრო დაძაბულს ხდის. ნიშნები ძალიან კარგი საშუალებაა წესრიგის დასამყარებლად და თუ აღარ გვინდა ყოველდღიური წუწუნის კითხვა სოციალურ ქსელებში და არასასიამოვნო ისტორიების მოსმენა ადამიანების გამაღიზიანებელი ქმედებების შესახებ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუ გვინდა ცოტა მეტად კომფორტულ გარემოში ცხოვრება, მოვითხოვოთ ნიშნები ყველა საჭირო ადგილას და მერე სხვებსაც მოვთხოვოთ  მათი შესრულება.

ტექსტი/ფოტო: ნანუკა ზაალიშვილი

Leave a Reply