ჭიათურა – დროის მანქანა” სახელოვნებო ფესტივალია, რომელიც ჭიათურაში წელს პირველად ტარდება.

ჭიათურა ქალაქია დასავლეთ საქართველოში. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში.

ქალაქი მდინარის ხეობაშია გაშენებული. ქალაქის რთული ლანდშაფტიდან გამომდინარე 1954 წელს სტალინის ინიციატივით ჭიათურაში საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველ სამგზავრო საბაგირო გზების სისტემას ჩაეყარა საფუძველი. საბაგირო სისტემა ქალაქის ძირითად საზოგადოებრივ ტრანსპორტს წარმოადგენს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალაქში დროში გაიყინა.

შეუძლია ქალაქს წარსულიდან აწმყოში დაბრუნება?

“ჭიათურა – დროის მანქანა” ეცდება ქალაქისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები მოიძიოს და ახალი კითხვები დასვას.

ფესტივალი საგამოფენო სივრცედ იყენებს 4 საბაგირო კაბინასა და 3 საბაგირო სადგურს. (მშვიდობის საბაგირო, 25-ე საბაგირო). პროექტის ფარგლებში საბაგირო კაბინები და სადგურები სახელოვნებო სივრცეებად გარდაიქმნება.

პროექტის მიზანია ჭიათურის კულტურული აქტუალიზაცია, ქალაქის გადატვირთვა და  ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა. ქალაქის კულტურული განვითარების გეგმის დასახვა და ქალაქის დატანა ქვეყნის კულტურულ რუკაზე.

დროის მანქანა მოიტანს ახალ კითხვებს წარსულში სხვა მომავლის შესაქმნელად.

ფესტივალის ორგანიზატორია ორგანიზაცია /სადარის/საჯარო სივრცის კვლევა.

პროექტის კურატორები:

მარიამ ნატროშვილი

დეთუ ჯინჭარაძე

პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში. პროგრამის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.

ფესტივალის მონაწილეები არიან:

სანდრო სულაბერიძე

ნინუცა შატბერაშვილი

გიორგი ცაგარელი

ბაჩა ხოფერია

ზურაბ ჯიშკარიანი

მაქსიმე მაჩაიძე

ჯაბა გერგედავა

Leave a Reply