ჯორჯ უილიამ იორგენსენი დაიბადა 1926 წლის 30 მაისს, ნიუ იორკში. ის ადრეული ასაკიდანვე აცნობიერებდა, რომ ბუნებამ არასწორ სხეულში “გამოამწყვდია” და ქალად უნდა დაბადებულიყო. ცოტა ხნის შემდეგ მან გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და მოგვევლინა ქრისტინ იორგენსენად.

ის, იმ დროისთვის ნამდვილად არ ყოფილა პირველი ტრანსგენდერი, მაგრამ პირველი ტრანგენდერი ქალი გახდა, რომელიც სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ ცნობილი გახდა და წარმატებასაც მიაღწია.

“მე ისევ ის ძველი “ბრუდი” ვარ, ბუნებამ შეცდომა დაუშვა, რომელიც მე გამოვასწორე. ახლა მე თქვენი ქალიშვილი ვარ” – ასეთი წერილი გაუგზავნა ქრისტინმა თავის მშობლებს.

სწავლის დამთავრებისა შემდეგ (მაშინდელი ჯორჯი) გამოიძახეს ა.შ.შ-ს ჯარში. ჯარში მსახურების დასრულების შემდეგ ის დაინტერესდა სქესის შეცვლის ოპერაციების გამოკვლევით. მალევე დაიწყო ქალური ჰორმონების მიღება. 1951 წელს გაემგზავრა დანიაში, სადაც ჩაიტარა სქესის შეცვლის ოპერაცია, რაც იმ დროისთვის შეუძლებელი იყო ამერიკაში.

1955 წელს, 29 წლის ასაკში, როდესაც მისი ქალად გარდაქმნა დასრულდა, სამშობლოში დაბრუნდა, სადაც რამოდენიმე თაყვანისმცემელი და ამ ამბით დაინტერესებული პრესის წარმომადგენლები და ფოტოგრაფები დახვდნენ. სწორედ ამ დღიდან გაიცნო საზოგადოებამ ქრისტინ იორგენსენი, როგორც მამაკაცი, რომელიც გახდა ქალი.

ამერიკულმა ყოველკვირეულმა გამოცემა Hearst’s-მა, ქრისტინეს 20 000 დოლარი გადაუხადა ექსკლუზიური ინტერვიუსთვის, სადაც მან საკუთარ ცხოვრებაზე და სქესის შეცვლის ოპერაციაზე ისაუბრა.

მისი ისტორიით მთელი ქვეყანა აღფრთოვანებული იყო, მის ინტერვიუებსა და ფოტოებს თითქმის ყოველ კვირას გადააწყდებოდით ცნობილ გამოცემებში.

ქრისტინმა მოახერხა და კარიერაც მოიწყო, როგორც არტისტმა. ის გამოდიოდა ღამის კლუბებში მსახიობის და მომღერლის როლში. რამდენიმე სიმღერის ჩაწერაც კი მოახერხა. ხშირად აწყობდა გასვლით ტურებს და საჯაროდ საუბრობდა საკუთარ გამოცდილებაზე.

1967 წელს ავტობიოგრაფიული წიგნიც კი გამოსცა “Christine Jorgensen: A Personal Autobiography”. სამი წლის შემდეგ  გადაიღეს ფილმში “The Christine Jorgensen Story”.

ქრისტინ იორგენსენი 62 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. სანამ გარდაიცვლებოდა თქვა, რომ მან სექსუალურ რევოლუციას მიაყენა “კარგი და სწრაფი დარტყმა შარვალში”.

პრობლემებზე პასუხი არ არის საძილე აბებში და სუიციდში, რომლებიც წააგავს უბედურ შემთხვევას ან ციხეში გამომწყვდევას, ის არის ცხოვრებში და თავისუფლებაში რომ იცხოვრო. – ქრისტინ იორგენსენი.

 

Leave a Reply