თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ქართველი არტისტების, dr.Love-ისა და მიროს ახალი ნამუშევრები, რომლებიც აქცენტს ქალაქის დაბინძურებულ ეკოსისტემაზე, ჟანგბადის დეფიციტსა და არაჰუმანურ გარემოზე აკეთებს. სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანებს სახეზე ქსოვილი და ხელები აქვთ აფარებული, რათა დაიცვან თავი მავნე ნივთიერებებისგან.

გარემოს დაცვის და მწვანე საფარის მნიშვნელობაზე ეს მიროსა და დოქტორ ლავის პირველი ნამუშევარი არ არის. წლების წინ მათ პარტიზანი მებაღეებისთვის გააკეთეს სიცოცხლის ხე.

 

Leave a Reply