ჟურნალ “ელის” ბრიტანულმა გამოცემამ გააკეთა მოკლე ვიდეო, რომელიც თვალსაჩინოს ხდის, რამდენად დომინანტები არიან მამაკაცები თანამედროვე პოლიტიკაში და რა ცოტა ქალია გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. 

ვიდეოში ვხვდებით ისეთ აქტიურ ქალებს, როგორიც ანგელა მერკელი, ემა უოტსონი, ინგლისის დედოფალი, ანჯელინა ჯოლი და ჰილარი კლინტონი არიან. კამპანია სახელწოდებით მეტი ქალი (#MoreWomen campaign ) გლობალურია და ქალების როლის გაძლიერებისკენაა მიმართული.

 

“ჭკვიანი, წარმატებული ქალები ხშირად არიან გადაღებული და წარმოდგენილი ისე, როგორც მასის ნაწილი. მათი გაძლიერებისთვის საჭიროა აქცენტი  მათ პირად, ინდივიდუალურ მიღწევებზე. “

Leave a Reply