სოუ ფუჯიმოტო (Sou Fujimoto ) ჟურნალ არქ დეილის (ArchDaily) რედაქტორების ერთ-ერთი რჩეული მონაწილე აღმოჩნდა ჩიკაგოს არქიტექტურულ ბიენალეზე. სოსუკი საკმაოდ ცნობილი არქიტექტორია იაპონიაში. მისი ინსტალაციები მოიცავდნენ არა მხოლოდ ტრადიციული ფორმის  მაკეტებს, არამედ ყოველდღიურ ნივთებს, რომლებსაც სოუმ არქიტექტურული დატვირთვა მოუძებნა.

სოუს აზრით მისი არქიტექტურის მაცდური სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ ის ყოველდღიურობიდან მოდის. იგი ამბობს, რომ სიახლის პოვნა ყოველდღიურობაში გამოსაყენებელ ნივთებშიც შეიძლება, მთავარია სივრცე სწორად აღიქვა და მის შიგნით და გარეთ ადამიანები განათავსო. მისი თქმით არცერთი სივრცე არ ატარებს არქიტექტურულ დატვირთვას იქამდე, სანამ მასში ადამიანს (მის მაკეტს) არ განათავსებ, განთავსების შემდეგ კი ყველაფერი განსხვავებულ აზრსა და მნიშვნელობას იძენს.  კარტოფილის ჩიპსების მსგავსი ყოველდღიური გამოყენების მქონე ნივთებში არქიტექტურული სივრცის დანახვა სოსუკის აზრით წაახალისებს ახალგაზრდა არქიტექტორებს იმისათვის, რომ ეძიონ ფორმა და იდეა ყველაფერში, რადგან შთაგონების წყარო ყველაფერშია

წყარო: http://www.archdaily.com/775921/ad-interviews-sou-fujimoto-chicago-architecture-biennial

Leave a Reply