ანჯელინა ჯოლის მილიონობით ფოტო არსეობობს, რომელიც მსოფლიოში ცნობილ და აღარებულ ფოტოგრაფებს და პაპარაცებს ეკუთვნით, მათზე ასახული ვარსკვლავი მართლაც ლამაზი და შთამბეჭდავია, მაგრამ დიდად არ გავს იმ ქალს, რომელიც მისმა ქმარმა, ბრედ პიტმა გადაიღო და ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტ მედიაში. 

შავ-თეთრ ფოტოებში ყოველდღიური ოჯახური ცხოვრების ფრაგმენტები ჩანს, ისინი გადაღებულია ტყუპების დაბადებიდან მცირე ხნის მერე საფრანგეთში და პირველად W Magazine-ში დაიბეჭდა. ფოტოების შესახებ თავად ანჯელინამაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქმრის ნამუშევრით აღფრთოვანებულია. ფოტოგრაფია პიტის გატაცებაა, რომელსაც ის ბევრად მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე მხოლოდ ჰობს, რაც მის ნამუშევრებსაც ეტყობა.

562fc3b01d4c9

Leave a Reply