სხეულის მოხატვა თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი დიდი გატაცებაა. ტატუს მოყვარულები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირველი ტატუს გაკეთების მერე ფაქტობრივად შეუძლებელია გაჩერება: სულ გინდა კიდევ რაღაც დაიხატო. 

სამყაროში ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა თავისი სხეულის უმეტესობა ნახატებს დაუთმოს. სწორედ ეს ადამიანები გახდნენ ლონდონელი ფოტოგრაფის, ალან პოუდრილის ინტერესის საგანი, რომელმაც ადამიანები გადაიღო ჩაცმული და ტანსაცმლის გარეშე, აქცენტით ნახატებზე.

ალანის ობიექტივში ძირითადად სოლიდური ასაკის ხალხი მოხვდა, რაც ანგრევს სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ ტატუს გაკეთება ახალგაზრდული ვნებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნახატები, რომლითაც მოფენილია მოდელების სხეულები, ერთმანეთთან და სხეულთან ჰარმონიულია და ჯამში საინტერესო არტისტულ ნამუშევრებს წარმოადგენენ.

 

 

http://www.alanpowdrill.com/

Leave a Reply