ჯული ვილსონი ( Julie Willson) ახალგაზრდა მოყვარული ფოტოგრაფია, რომელიც კამერას მხოლოდ  დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების პორტრეტების გადასაღებად იყენებს.   მისი მიზანი  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. 

ჯულის თავად ჰყავდა დაუნის სინდრომის მქონე ოჯახის წევრი – დაიკო დინა. მისი თქმით დინა ის ადამიანი იყო, რომელმაც მის ოჯახს უსაზღვრო და უპირობო სიყვარულის მაგალითი უჩვენა. ის იყო ადამიანი, რომელიც უზომო სიხარულსა და სიყვარულს გასცემდა და საპასუხოდ არაფერს ითხოვდა.

ახალგაზრდა ფოტოგრაფის ოჯახისათვის ამ სინდრომის მქონე ბავშვი წყალობასავით იყო. ჯული ყოველდღიურად ხდებოდა მოწმე იმისა, თუ  რამდენ სიყვარულს გასცემდა დედამისი დინას მიმართ, ხოლო მამა – უკეთებდა მაქსიმუმს, რათა შვილისათვის შეექმნა საუკეთესო პირობები სიცოცხლისათვის. მისი თქმით დინა და მშობლები საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ბავშვმა შეძლო მშობლებისათვის ესწავლებინა უპირობო სიყვარული და თავგანწირვა.

ფოტოგრაფის მონდომება დასაფასებელია იმ სტატისტიკის ფონზე, რომლის თანახმადაც,  მშობლების რიცხვი, რომლებისთვისაც ჩანასახის ეტაპზე ცნობილი ხდება ბავშვის სინდრომის შესახებ და ამის გამო მიმართავენ აბორტს, 92%-ს აღწევს.  ციფრი არანორმალურად დიდია.

 

და თუ თქვენ, ან თქვენი გარშემომყოფები ამ წუთში ემოციურ ზეწოლას განიცდით თქვენი შვილის, ან ახლობლის სინდრომის გამო, ნახეთ, ან აჩვენეთ მათ ამ ბავშვების ფოტოები და იცოდეთ, რომ მათი თქვენს ცხოვრებაში ყოფნა წყალობაა, რომელიც  უზარმაზარ ბედნიერებას მოგანიჭებთ.

წყარო:

http://www.boredpanda.com/children-with-down-syndrome-portraits-julie-willson/

 

 

Leave a Reply