თანამედროვე ფოტოგრაფიაში მობილურით გადაღებული ფოტოები უკვე ცალკე ჟანრად განიხილება და ტექნოლოგიურ პროგრესთან, სმარტფონების განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა ტელეფონი კამერის ალტერნატივა. მობილური ფოტოგრაფიის პოპულარობას ზრდის სპეციალურად ვიზუალურ გამოსახულებაზე ორიენტირებული პროგრამები, ქსელები და აპლიკაციები, რომელთგან ყველაზე გამოყენებადი ამ დროისთვის უდაოდ ინსტაგრამია.  ფოტოგრაფებს შორის ხშირად იმართება დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის ფოტოები შეიძლება გამოაქვეყნო ინსტაგრამზე: – კამერით გადაღებული, მობილურით თუ ორივე.  ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ 13 ქართველი ფოტოგრაფი, რომლებიც ძირითადად მობილურით გადაღებულ ფოტოებს უზიარებენ სხვა მომხმარებლებს. თითოეული მათგანის პროფილი განსხვავებული სპეციფიკის მქონეა, სხვადასხვა ესთეტიკას ატარებს და თუ ფოტომოყვარული ხართ, გირჩევთ, follow გაუკეთოთ : ]

1. დათო ქორიძე  @photomaker_d.k

რადიო თავისუფლების დილის გადაცემის წამყვანი, ფოტოგრაფი. ინსტაგრამზე ორი პროფილით არის წარმოდგენილი. ერთ მათგანზე მხოლოდ iphone-ით გადაღებულ ფოტოებს ნახავთ (@photomaker_d.k) , მეორე ფოტოკამერით გადაღებულ კადრებს აერთიანებს (by_photomakerdk). დათოს სერია ინდოეთის შესახებ ჩვენი ყურადღების ცენტრში ადრეც მოხვდა. ზოგადად, მისი ფოტოები ერთგვარი წარმოსახვის სავარჯიშოა, შეგიძლია თითოეულ მათგანზე განსხვავებული ისტორია გამოიგონო.

 

2. ლუიზა ჩალათაშვილი @louisa_s ლუიზას რამდენიმე ფოტო თუ ნანახი გაქვთ, ადვილად იცნობთ მის ნებისმიერ ფოტოს. მინიმალისტური, პასტელურ ფერებზე ორიენტირებული, ხშირად ფემინური კადრები მისი სტილია. დისკუსიას იმის შესახებ, რა ტიპის ფოტოები უნდა იდოს ინსტაგრამზე, ფოტოგრაფის გვერდზეც ნახავთ. ბოლო პერიოდამდე ის მხოლოდ მობილურით გადაღებულ ფოტოებს დებდა, რამდენიმე დღეა რაც კამერით გადაღებული კადრებიც გამოჩნდა.  

A post shared by Louisa Chalatashvili (@louisa_s) on


3. გიორგი გოგუა  @ggogua 

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ფოტოგრაფი. გიორგის ინსტაგრამზე მხოლოდ iPhone-ით გადაღებულ ფოტოებს ნახავთ, ვინაიდან თვლის, რომ ინსტაგრამი ასეთი ფოტოებისთვის არის შექმნილი. ფოტოების უმეტესობა ქუჩებშია გადაღებული, აქცენტი ხშირად არქიტექტურაზე, უფრო კონკრეტულად კი საბჭოთა არქიტექტურაზე კეთდება. ურბანულ ჯუნგლებში ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად მიხვდა, რომ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზებს და მათ ურთიერთკავშირს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, დაკვირვებული თვალი ამ დამოკიდებულებას ადვილად დაიჭერს.

 

4. იანა კორბეზაშვილი @eana_korbezashvili ფოტოჟურნალისტი. ინსტაგრამზე ნახავთ მხოლოდ მობილურით გადაღებულ ფოტოებს. ჩვენგან რეკომენდირებული სერია იქნება #peoplendogs სერია.  


5. ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია  @n_romanovskaya 

ნატას გვერდზე გარდა საქართველოში გადაღებული ფოტებისა, ბევრი სხვა ქვეყნის ამბებსაც ნახავთ.

 


6. სერა ძნელაძე  @seradzneladze

ბათუმელი ფოტოგრაფის ფოტოებში ზღვა ბუნებრივი დომინანტია, თუმცა აქვეა არქიტექტურა, ადამიანები, ყოფითი სიტუაციები.

Screen Shot 2015-11-04 at 3.09.32 PM

7.  მზია საგანელიძე  @mziasaganelidze

რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი, ინსტაგრამს იმ ფოტოებისთვის იყენებს, რომელის მის რეპორტაჟებში არასოდეს მოხვდებოდა. ასე არ ამბობს, მაგრამ ჩანს, რომ უპირატესობას პროფესიულ კამერას ანიჭებს;

8. ქეთა ღვინეფაძე @qetagvinepadze

ფოტოგრაფი და მულტიმედია არტისტი, რომელიც ამჟამად დროებით ბარსელონაში ცხოვრობს. ფრაგმენტების, დეტალების, განსხვავებული ტექსტურების მოყვარულებს მისი გვერდის ნახვა ნამდვილად გესიამოვნებათ;

9. ლუკა ხაბელაშვილი  @luka.khabelashvili

ფოტოგრაფია და ვიზუალური არტისტი, რომელიც გარდა იმისა, რომ კადრების შერჩევის შესაშური უნარით არის გამორჩეული, არაჩვეულებრივ გრაფიკულ ელემენტებს მატებს თავის ფოტოებს.

10. ლევან მაისურაძე  @leeonees

ფოტოგრაფი და ოპერატორი; ახალგაზრდა, ლამაზი სხეულების ესთეტიკა, ურბანული პეიზაჟები და კულტურული მოვლენების ფრაგმენტები მისი ფოტოების მთავარი აქცენტებია.

 

11. გურამ კაპანაძე  - @guramkapanadze 

ქუჩის მოდის ფოტოგრაფი, თუმცა მის ინსტაგრამზე მოდის გარდა ურბანულ რეალობასაც აღმოაჩენთ.

12. დარო სულაკაური  - @darosulakauri 

ფოტოგრაფი; ლანდშაფტი, პერსონები, დეტალები, რიგითი ადამიანების ყიფითი სიტუაციები – დაროს დოკუმენტალისტიკაა.

13. ნათია გელანტია  @scrapval ეს ის არის, რაც ინტერნეტმომხმარებელს უყვარს. დადგმული ნატურმორტები, შუქ-ჩრდილების თამაში, ადამიანისა და საგნების უერთიერთობა, ავთენტური ფერები გულგრილს ძნელად თუ ვინმეს დატოვებს.

14. დიკარკა  – დინა ოგანოვა;

მნიშვნელობა არ აქვს, სად და რა მოწყობილობით არის დინას ფოტოები გადაღებული, ისინი ყველა სივრცეში გამორჩეული, ეფექტური და შთამბეჭდავია.

15. მარიამ სიჭინავა – mariamsitchinava -

უკიდურესად ესთეტიური და ფემინური ფოტოების ავტორი, როგორც წესი პროფესიული კამერით და ხშირ შემთხვევაში ფირით მუშაობს. მის ინსტაგრამზეც ამ ფოტოებს ნახავთ, მაგრამ ისინი იმდენად სასიამოვნო, ავთენტური და სახასიათოა, რომ ინსტაგრამი თუ გაქვთ, სასურველია სწორედ ასეთი ფოტოების სანახავად გამოიყენოთ.

5 Responses

  1. HaS

    ძველი ბოკელები? :)) და მინდია მიდელაშვილი? ჩანადირი?

    Reply
  2. ika tabatadze

    davit chalidze ika khargelia mindiA eseni aucileblad unda yofiliyvnen am top shi

    Reply

Leave a Reply