აკვიატებული სიმღერები და ისეთი მელოდიები, რომელიც ცხოვრების ცალკეული მომენტების საუნდტრეკებია, ყველას გვაქვს. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავიგოთ, როგორია ქართველი მუსიკოსების საიდუმლო პლეილისტები. 

გთავაზობთ მებო ნუცუბიძის რჩეულ სიმღერებს.

1. Bon Iver – Towers

ბონ ივერს ეხერხება კოშკების აგება. ჯასტინ ვერნონის მთელი სამყარო ხომ ზღაპრული რეალობაა, სადაც დროის სვლას ვეღარ ამჩნევ.

2. Damien Rice – Amie

დემიენს საუკუნის დასასრულის ეშინოდა – არ იცოდა რას მოუტანდა ახალი ასწლეული მაშინ ჯერ კიდევ Juniper-ის ყველასათვის უცნობ ვოკალისტს. მერე მოვიდა 21-ე საუკუნე და ბევრი კარგი მოგონება, ცუდთან ერთად. ასეა თუ ისე, ეიმი ჩემთვის ყველაზე სევდიანი სიმღერაა დიდი დემიენის შემოქმედებაში.

3. Radiohead – Bulletproof I wish I was

რედიოჰედის ყველაზე მძიმე სიმღერა.

4. Irakli Man – Child of Flowers and the Rain

ჩემი საყვარელი თანამედროვე კომპოზიტორი. რომ არა ირაკლი მანი, ქართული რეალობა ამ უმცირეს ნათელ წერტილსაც დაკარგავდა და მთელი ჩვენი მუსიკალური სივრცე ნეგატიური ჰანგებით იქნებოდა სავსე.

5. The National – Terrible Love

სიმღერა, რომელიც ჩემს ორ შიშს აერთიანებს: სიყვარულს და ობობებს.

6. The Doors – The End

ასე 13-14 წლის ვიქნებოდი პირველად რომ გავიგე ამ სიმღერის არსებობის შესახებ. ჩემი უფროსი მეგობარი მიყვებოდა, როგორ მიდიოდა ორგაზმამდე ამ სიმღერის მოსმენისას. მაშინ ვერ მივხვდი. მერე გავიზარდე და გამეღიმა, თუ როგორი მართალი იყო ჩემი მეგობარი.

7. Simon and Garfunkel – Bridge Over Troubled Water

ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელიც კია, ორმა ადამიანმა ასე გაუგოს ერთმანეთს. საიმონი და გარფუნკელი. ეს სიმღერა ისეთ ბუმბერაზებს აქვთ „დაქავერებული“, როგორებიც ელვის პრესლი და არეტა ფრანკლინი იყვნენ.

Leave a Reply