ინდოეთში მცხოვრებმა შეკარმა, რომელიც პროფესიით კამერების შემკეთებელია, 10 წლის წინ, ძლიერი ცუნამის შემდეგ თითქმის ყველაფერი დაკარგა. პირველი, რაც კატასტროფის შემდეგ შენიშნა, ორი მწვანე თუთიყუში იყო. 

ძლიერი სტრესის შემდეგ მდგომარეობიდან გამოსვლისთვის მათთან დამეგობრება გადაწყვიტა და ჩიტები თავისთან წაიყვანა. თუთიყუშები დაწყვილდნენ, ბუდე გაიკეთეს და გამრავლება დაიწყეს. მალე შეკარის მეგობრებს სხვა ჩიტები დაუახლოვდნენ, 64 წლის ტექნიკოსი შემოსავლის 40%-ს მათ დაპურებაზე ხარჯავს და ყოველ დილას, 4 საათზე დგება იმისთვის, რომ ბრინჯი მოუხარშოს.

ფოტოები –  Barcroft Media

წყარო: – http://www.thisiscolossal.com/2015/10/birdman-parakeets/

Leave a Reply