ქართველი ილუსტრატორი, მაშო მარგიშვილი ქმნის სერიას, რომელიც მის მიერ ნანახ წყვილებს აერთიანებს. აქ ყველანაირ ურთიერთობებს შეხვდებით, იქნება ეს ჰომო, ჰეტერო თუ პოლიგამიური. 

“იმ ქვეყანაში სადაც ვიზრდებოდი მხოლოდ ერთი სახის ქორწინებას ვხედავდი – ქალისა და კაცის.

ერთი თვის წინ ნიუ იორკში ჩამოვედი. აქამდე ნამოგზაურებ თუ ნამყოფ ქვეყნებს შორის ალბათ აქ ყველაზე ბევრი სხვადასხვა რასის, სქესის, ფონისა თუ ასაკის წყვილი ცხოვრობს ერთ ქალაქში. მატარებელში ყოველ დღე ვაკვირდებოდი ხალხს, მათ ურთიერთობებს, იმას თუ რითი გამოირჩევიან ისინი იმ წყვილებისგან, ვინც აქამდე შემხვედრია. ჩემი დაკვირვებით, მიუხედავად თავიანთი განსხვავებებისა, ისინი ისევე ზრუნავენ, ყვარობენ, კამათობენ თუ განიცდიან, როგორც ის წყვილები, რომლებსაც ბავშვობიდან ვუყურებდი.

სწორედ ნიუ ირკში გადავწყვიტე შემეჯამებინა რამდენიმე ტიპის შეუღლებული ადამიანი და გამეკეთებინა ილუსტრაციების სერია, რომლის მეშვეობით ყველა შეძლებდა ამ საინტერესო მრავალფეროვნების შეგრძნებას. შექმნილი რვა ილუსტრაცია არ წარმოადგენს სრულ სიას, თუმცა პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ნელ-ნელა სხვა წყვილებიც შეემატება.”- ამბობს მაშო ჩვენთან საუბრისას. 

1.1. ახლადდაქორწინებულები

1.2. Spouses – Still in Love მეუღლეები

1.3. Spouses – In Love შეყვარებული მეუღლეები

1.4. Spouses – Men Couples seen in NYC 1.4. მეუღლეები – კაცები ნიუ იორკში ნანახი წყვილები

1.5. Spouses – Women Couples seen in NYC 1.5. მეუღლეები – ქალები ნიუ იორკში ნანახი წყვილები

1.6. Spouses – Tall woman + Short man grin emoticon Elderly couple 1.6. მეუღლეები – მაღალი ქალი + დაბალი კაცი; ხანში შესული წყვილი

1.7. Spouses – Quarrelsome and/or Mute 1.7. მეუღლეები – მოჩხუბარი და/ან მდუმარე

1.8. Spouses – Polygamy Couples seen in NYC 1.8. მეუღლეები – პოლიგამია ნიუ იორკში ნანახი წყვილები

Leave a Reply