რასიზმი სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოებისთვის პრობლემად რჩება.  ქსენოფობიურ საზოგადოებაში არავის ინდობენ: არც ფერად კანიანს, არც ჰომოსექსუალს, არც შშმ პირებს, – ყველას თანაბრად ჩაგრავენ და ჩარჩოებში სვამენ. ბევრი თვლის რომ ლაპარაკს აზრი არ აქვს, დრო გავა და საზოგადოება თავად წავა გამოსწორების გზაზე. მაგრამ პრობლემას ვერასოდეს გადავჭრით თუ არ მივუთითებთ ერთმანეთს რომ “ეს” არ შეიძლება. ხშირად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც ვხედავთ და რისი გამოსწორებაც გვსურს.

10 ნოემბერს, Facebook-ში გავრცელდა რუსა ამირეჯიბის პოსტი, სადაც ის ყვება თუ როგორ ავიწროებენ მის არასრულწლოვან ფერადკანიან შვილს სკოლაში და ამაზე მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია არ რეაგირებს.

გთავაზობთ განცხადებას:

ძირს – რასიზმი და დისკრიმინაცია!!!

რა უბედურება გვჭირს ქართველებს? იმდენი ჭკუა არ გაქვს, რომ რასისტობა დავმალოთ, სულ ამას უნდა გავიძახოდე ამ ქვეყანაში, რომ ეს მსოფლიოში აღიარებული დაბალი დონის ტონია? 10 წელია დავბრუნდი და ერთადერთი, რასაც არ ვითმენ, არც მომითმენია არსად და არც მოვითმენ, რასისტობა და დისკრიმინაციაა.საქართველო – მოგმართავ – შეიგნე, რომ ნებისმიერ უმცირესობაზე ძალადობა ვერბალური თუ ფიზიკური – ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია 21-ე საუკუნის, არ ხარ შენ არც გაეროს და არც ნატოს ღირსი, სანამ საკუთარი ქვეყნის შვილებს არ დაიცავ! კანონი შემოიღეს, დიდი მადლობა, ჰოდა, გამოვიყენებ ამ კანონს, ვინმემ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? მხოლოდ მე არ ვარ, ვისაც ფერადკანიანი ან თუნდაც სხვა ეროვნების შვილი ჰყავს, ამოიღეთ ხმა!!!!!!!!!!

მითხარით, რა, 130-ე სკლის დირექტორი (მაია კოპალიანი) და მასწავლებლები (ციცო თხინვალელი და მაკა დევდარიანი, და ასევე მანდატური ქალი) არ ითვლებიან რასისტებად, როცა ჩემს შვილს ადანაშაულებენ აქეთ, როცა კლასელმა გული ატკინა და შეურაცხყოფა მიაყენა თავისი კანის ფერი გამო და უძახა: აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არაა, ველურებში უნდა იყო და ა.შ.
არ არის ახლა ეს მასწავლებლების ბრალი? იმის ნაცვლად, რომ იმ ბავშვს აუხსნან ეს საქციელი ცუდიაო, ყველა მიმის ეცა, მე მსგავსი არაფერი მინახავს. სამი სკოლა გამოვუცვალე, ხან რომელი მასწავლებელი ამოიჩემებდა, ხან რომელი, ხან რომელი მოსწავლე მიაძახებდა სასწაულებს. რცხვენოდეს ყველა ასეთ პედაგოგს და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანს, ასეთი მსოფლმხედველობისა და აზროვნების ადამიანმა ჩემს შვილს ან თქვენს შვილებს რა უნდა ასწავლოს? მაინც არ მეგონა, პედაგოგებთან თუ მექნებოდა კონფლიქტი ამის გამო. ველოდებოი, რომ შეწუხდებოდნენ და იმ ბავშვს დაარიგებდნენ ჩემ თვალწინ, მე ბოდიშს მომიხდიდნენ, 5 მასწავლებელი დირექტორის ჩათვლით ეცა მიმის, ჩემ თვალ წინ ატირეს!!!!!!!!!!!!!!!!

პირველად რომ შევიდა მიმი სკოლაში, სპორტის მასწავლებელმა – ზანგი ჩვენს სკოლაშო? გაიკვირვა!

დანადვილებით ვიცი, დღევანდელი ინციდენტის გამო, ამოიჩემებენ როგორც სხვა სკოლებში მიმის, აღარც ნიშანს დაუწერენ რაც ეკუთვნის და ხელსაც შეუშლიან. 5 ქალი მანდატურის ჩათვლით – მეცა ყელში, ვიმეორებ, იმის ნაცვლად შერცხვენოდათ და თავი ჩაეღუნათ, მიმის ეჩხუბებოდნენ,ქართულის მასწავლებელმა მაკამ, მე ეგ თემა არ მეხებაო ასე გამომიცხადა როგორც კი დაველაპარაკე..აი, მითხარით, რა, არ ვუჩივლო 130-ე სკოლას დისკრიმინაციის ნიადაგზე? დამრიგებელმა კი მის გვერდით ბავშვს ლანძღვდნენ, ანუ ჩემსას და ხმა არ ამოიღო და აქეთ მიმის აბრალებდა, მაგისი ბრალიაო, იმ ბიჭს ზურგზე ხელს უთათუნებდა… ნუ ყვირიხართო, 5 ქალი მექცა, არც მეყვირა?

ჰოდა, აი ეხლა რომ ვუჩვლებ, სამაგალითო იქნება ეს ყველასთვის, რომ ნებისმიერ არაქართველ ბავშვს შიშით შეურაცხჰყოფა აღარავინ მიაყენოს და მასწავლებლები მიხვდნენ, რომ ასეთი ბავშვი უნდა დაიცვან და არა მიზეზების შეთითხვნა დაიწყონ.. ბოლო ჩემი სიტვები იყო, ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის-მეთქი! აქეთ ბოდიშს ითხოვდნენ. არ დავტოვებ მე ამას ასე, ყელში ამომივიდა! მხოლოდ მანდატური ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც შეწუხდა, ცდილობა, ქალები გაეჩუმებაინა, გარეთ გამომყვა, იდგა დარცხვენილი.

აღარავის ვაპატიებ ჩემი შვილის გულის ტკენას! მორჩა! აღარ გავჩუმდები!

 

Leave a Reply