7.0 ბალიანი მიწისძვრა იაპონიის სამხრეთით

 

13 ნოემბერს იაპონიის სამხრეთით  7.0 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია. იაპონიის მეტეროროლოგიური სამსახურის ცნობით მიწისძვრის ეპიცენტრი სანაპიროდან 159 კილომეტრის მოშორებით, ოკეანეში, 10კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 30 წამიან მიწისძვრამ დატბორა კუნძულები  სათსუნანი და კაგოშიმა. გარდაცვლილებისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

6.6 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა მექსიკის ჩრდილოეთშიც.   როიტერის ცნობით, არანაირი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 4.0 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა გუშინ ვაშინგტონშიც.

 

 

 

 

 

 

 

 

 ტერაქტი ბაღდათსა და ბეირუთში 

 

ბაღდადის სამხრეთით, მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. გარდაიცავალა 17 ადამიანი და დაშავდა 33.  პასუხისმგებლობა ტერაქტზე არავის აუღია, თუმცა ვარაუდობენ რომ იგი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მოწყობილია.

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლმა ბომბი ბეირუთის სამხრეთშიც ააფეთქა, სადაც ტექაქტს  43 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო  239 მძიმედ დაშავდა.

 

 

 

 

 

 

 

ტერაქტების სერია პარიზში

 

CNN-ის ინფორმაციით პარიზში მომხდარ ტერაქტების სერიას 118 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათეულობით ადამიანი კი დაიჭრა.  აფეთქებებისა და სროლები ექვს სხავდასხვა ადგილას მოხდა. პოლიციელებმა  ბატაკლანის საკონცერტო დარბაზიდან მძევლების ნაწილი გაანთავისუფლა და ტერორისტის დაკავებაც შეძლო, რომელმაც განაცხადა რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლია.

 

 

Leave a Reply