მობილური ტელეფონის ხიბლს საზღვრები არ აქვს: გაიარეთ ქუჩაში და დაინახავთ ტურისტებს ე.წ. selfie stick-ით ხელში, ბიზნესმენებს, რომლებიც იმეილს ამოწმებენ, ახალგაზრდებს, ფოტოებს  რომ იღებენ. ისეთ დატვირთულ ქალაქშიც კი, როგორიც ნიუ-იორკია, ერთი სმარტფონი საკმარისია იმისთვის, რომ თავი საკუთარ სამყაროში, საკუთარ კუნძულზე იგრძნო.

ლონდონში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა ანტუან გეიგერისმა (Antoine Geigeris) შეამჩნია, რომ როდესაც მეტროთი მგზავრობდა ხელში ყველას მობილური ტელეფონი ეჭირა. “ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შენთვის ხარ, ყველაზე დატვირთულ ადგილასაც კი” – ამბობს ის. მან შექმნა ფოტო პროექტი სახელწოდებით “SUR-FAKE” სადაც ჩანს, თუ როგორც შეუძლიათ ტელეფონებს შეისრუტონ თავიანთი პატრონები.

1_670

იმისთვის, რომ ამ ეფექტისთვის მიეღწია, გეიგერისმა გადაიღო ადამიანები, რომლებიც ტელეფონებში იყურებიან და ფოტოშოპის მეშვეობით თითოეული პერსონაჟის სახიდან პიქსელები წაშალა. მის სურათებზე ჩანან ადამიანები, რომლებიც იყურებიან სმარტფონებში ქუჩაში სიარულის დროს, მუზეუმებში და მეგობრებთან ლაპარაკისას.

“ფოტოები არ იყო დადგმული. ეს არის ფაქტები, რომლებიც მე ფირზე აღვბეჭდე. ზოგჯერ შორიდან ვიღებდი, რათა შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი. თუმცა ზოგჯერ ძალიან ახლოს მივდიოდი მათთან, მაგრამ მაინც ვერ ამჩნევდნენ, რომ ფოტოს ვუღებდი. გასაოცარია”.

7_670

8_670

4_670

5_670

3_670

1_8_670

2_670

3_3_670

6_670

4_4_670

 

წყარო: http://www.fastcodesign.com/3053505/exposure/eerie-photo-essay-shows-people-literally-getting-sucked-in-by-their-devices?partner=rss

 

Leave a Reply