ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნამუშევრები ყოველთვის მძაფრ ემოციებს ტოვებს მნახველში. მისი ხსენებისას ადამიანებს პირველად “ოქროს პერიოდში” შექმნილი ნამუშევრები ახსენდებათ. ეს სწორედ ის დროა, როცა იქმნება “კოცნა”, “დანაე”, “სიკვდილი და სიცოცხლე” და ა.შ 

გუსტავ კლიმტის ოქროსფერი ფერები, სიმბოლოები და ემოციები ფოტოგრაფ ინჯ პრადერის  (Inge Prader) შთაგონების წყარო გახდა. მან სწორედ ამ პერიოდის ნამუშევრების რეპროდუქციები შემოგვთავაზა. ფოტოების ფონი ნამუშევარს არ სცილდება და იგივეა. ამით ფოტოგრაფი ინარჩუნებს იმ სილამაზესა და ემოციებს, რაც რეალურ ფერწერულ  ტილოს აქვს. დახატული ადამიანების ნაცვლად კი ნამდვილი ადამიანები გვევლინებიან, რის შედეგადაც თითქოს სუნთქვის საშუალება ეძლევა ნახატს, უფრო მეტად ცოცხლდება და გაცილებით ექსპრესიული ხდება.

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

Leave a Reply