მობი იგივე რიჩარდ მელვილ ჰოლი ყველასთვის ცნობილი ელექტრონული მუსიკოსია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ადამიანი მობის ერთი სიმღერა მაინც არ უყვარდეს, რადგან ისინი ხან რომელიმე ფილმს გვახსენებენ, ხან კიდევ ბავშვობას და ჰიტად ქცეულ ტრეკებს.

ალბათ უმრავლესობამ არ იცის რომ რიჩარდი გარდა მუსიკისა, ფოტოგრაფიაშიც აქტიურად მოღვაწეობს. მან ამ საქმიანობას ბავშვობიდან მიჰყო ხელი. 2011 წელს მობიმ გამოსცაა წიგნი “Destroyed”, რომელშიც შევიდა ფოტოები მისი ტურნეებიდან. იმავე წელს გამოვიდა მისი ახალი ალბომი იგივე სახელწოდებით. 2014 წელს ფოტოების სერია, სახელწოდებით “Innocents” ნიუ-იორკის გალერეაში გამოიფინა, შემდეგ კი კვლავ ალბომი გამოჩნდა იგივე სახელითა და ფოტოებით.
f02c23b795866403-alllostIMG_8914

უფრო მეტს მობის ფოტოგრაფიულ მოღვაწეობაზე The Photographic Journal-ისთვის მიცემული ინტერვიუდან ვიგებთ.

რა გიტაცებთ ფოტოგრაფიაში?

პირველად, ზუსტად მახსოვს, ფოტოგრაფიით 3 ან 4 წლის ასაკში დავინტერესდი. ღარიბ ოჯახში ვიზრდებოდი, მაგრამ დედას ერთი წიგნი ჰქონდა, რომელშიც წარმოდგენილი იყო  მე-19 საუკუნის ბოლოსა და 20-საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ფოტოგრაფები. მათ შორის იყო ედვარდ შტეიხენი. მე ვათვალიერებდი და ვათვალიერებდი ამ წიგნს და ვგრძნობდი რამხელა ძალაუფლება ჰქონდა ფოტოგრაფიას ჩემზე.

არსებობს ხელოვნების ფორმები, მაგალითად თანამედროვე ცეკვა ან ექსპერიმენტული მუსიკა, რომლებიც რაღაც მიზეზით გიტაცებს და აფასებ მათ. მაგრამ ასევე არსებობს სხვა ფორმებიც, რომლებიც იმდენად ახდენენ გავლენას შენზე, რომ არც გიჩნდება დასვა კითხვა, თუ რატომ გიყვარს ეს. ფოტოგრაფია სწორედ ასეთი იყო ჩემთვის.

გარდა ამისა, ჩემი ბიძა, “ნიუ იორკ თაიმსის” ფოტოგრაფი იყო. თინეიჯერობის პერიოდში მეც ხშირად ვატარებდი დროს “ნიუ იორკში” და გალერეებში დავდიოდი. ფოტოგრაფიას, ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა და მუდამ ექნება ის რაღაც, რაც უფრო მეტად მაოცებდა სხვა ხელოვნების ფორმებისგან განსხვავებით.
e01f464dae801e17-bleedingIMG_2360-39

ფოტოების დათვალიერებისას, პროგრესი დავინახე ადრინდელ დროსა, როცა სცენის წინ მდგომ ხალხს იღებდით, და ახლანდელს შორის, რომელიც უფრო მეტად კონცეპტუალურია. შეიცვალა თქვენი ფოტოგრაფია?

კი, ეს ასეა. თანამედროვე ფოტოგრაფიის უმრავლესობა რეპორტაჟია. ფოტოხელოვნებაც კი რაღაც ხარისხის რეპორტაჟია, რადგან დოკუმენტურად ჩანს მასში რა ხდება ან რა მოხდა. და ეს კარგია, ამის კეთებაც მომწონს. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფიას აქვს უნარი, შექმნას სამყარო, რომელიც არ არსებობს. ეს დაახლოებით სიურრეალისტების მიზნებს წააგავს, რომლებიც ცდილობდნენ ფარდა აეხადათ ქვეცნობიერისთვის და სიღრმისეულად გამოეკვლიათ სამყარო.

ჰო, ეს შევამჩნიე. განსაკუთრებით ბოლო ნამუშევარში “Innocents”

ვფიქრობ, ფოტოგრაფიას შეუძლია ერთდროულად გააკეთოს განაცხადიც და დასვას კითხვაც. მას შეუძლია მიიღოს რაღაც ნაცნობი და წარადგინოს როგორც უცნობი, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა.

ცხოვრების ამ ეტაპზე, არ მაინტერესებს ის ხელოვნება, რომელიც რაღაც ისეთს მეუბნება ან მანახებს, რაც უკვე გამოცდილი მაქვს. ხანდახან ეს კარგია. ხანდახან მართლა კარგია რომ იჯდე და ჭამდე არაქისის კარაქსა და სენდვიჩს და ეს მხოლოდ არაქისის კარაქი და სენდვიჩი იყოს. მაგრამ ხანდახან ხელოვნება რაღაცას უნდა უპირისპირდებოდეს. უკეთესია ხელოვნებამ გაგრძნობინოთ, რომ თითქოს რაღაცამ გიჩხვლიტათ, ვიდრე ხელი გადაგისვათ თავზე.

ფოტოები გვეუბნებიან თუ რა უნდა ვიგრძნოთ..

ასეა.. სევდა, შიში, აღშფოთება. ჩემი აზრით, სწორედ ესაა საინტერესო, როცა უყურებ რაღაცას და შენი ტვინი ამ დროს რეაგირებას ახდენს. პასუხობს მას. სწორედ ამის მიღწევა მინდა ჩემი ნამუშევრებით.

ბოლო დღეებში  ვნახულობდი შენს სხვადასხვა ინტერვიუებს და ვკითხულობდი შენს იდეებს ფოტოგრაფიის შესახებ. ხომ არ მიგაჩნია, რომ ეს ყველაფერი განსხვავებულია შენი მუსიკისგან? რა არის შენი მიზანი მუსიკაში და რა – ფოტოგრაფიაში? კვეთენ ისინი ერთმანეთს?

ჩემი მუსიკა უფრო მეტად ემოციურია. მართალია ის ხანდახან შედგება რთული კომპოზიციური ელემენტებისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი არის ის, რომ მუსიკა უნდა იყოს კარგი. ფოტოგრაფიის შემთხვევაში კი არ არის ასეთი დასასრული აუცილებელი. როცა ხალხი ჩემს მუსიკას უსმენს, არ მინდა რომ დააპაუზონ, პირიქით, მინდა ერთგვარი რელაქსაცია განიცადონ, მაშინ როცა ფოტოგრაფიაში საპირისპირო მიზანი მაქვს. მინდა ვიღაცამ ერთი წუთით შეისვენოს, პაუზა გააკეთოს და გაერკვიოს თუ რა ხდება ფოტოზე.
a4481d2f98e8bac1-loosely_MG_7315

გინდათ მათ ისე იფიქრონ, როგორც გრძნობენ?

დიახ და ეს რაღაც მხრივ სასარგებლოც კია, რადგან ჩვენ ხშირად არ ვიქცევით ასე. სინამდვილეში ჩვენს ტვინს შეუძლია შეიმეცნოს ყველა ელემენტი სამყაროში და გაიგოს როგორი ჩვეულებრივები არიან ისინი, მაშინაც კი როცა ისინი უცნაურები არიან. ჩვენ ასე არ გვეჩვენება

ჩვენი ტვინი ნორმალურს და ჩვეულებრივს ხედავს უცნაურ რამეში.

კი და ნევროლოგიული კვლევებისას კეთდება ხოლმე ასეთი რამ.  ისინი ოთახში და ბუნებაში ისეთ ნივთს დებენ, რომელიც იქაურობას არ შეესაბამება. ზოგჯერ კიდევ ხალხი ამას ვერც ამჩნევს.

როგორც ერთ ვიდეოში, როცა ადამიანი ითვლიდა მსმენელების რაოდენობას და ყველა ცდაზე გამორჩა ადამიანი, რომელიც მაიმუნის ფორმაში ცეკვავდა.

კი ეს ასეა, რადგან ამ დროს ჩვენი ტვინი თითქოს ამბობს “კარგი. ეს ანომალიაა. ვის ანაღვლებს? დროის ფლანგვაა ამას ყურადღება მიაქციო”

d2699de887ba3087-appeasingIMG_2395-74

ლოს-ანჯელესმა გავლენა მოახდინა თქვენს ფოტოგრაფიაზე არა?

კი, ნამდვილად.

..და თუ ასეა, რატომ?

იმიტომ რომ ლოს-ანჯელესი, ჩემი აზრით, ყველაზე უცნაური ქალაქია დასავლეთ მსოფლიოში.

გეგმავ რომ კვლავ გააკეთო აქცენტი ფოტოგრაფიაზე? მართლაც მკვეთრად განსხვავებული გზებია მუსიკასა და ფოტოგრაფიას შორის. რას აპირებთ?

ამჟამად წიგნის დაწერაზე ვფიქრობ, რომელიც ჩემს ცხოვრებას შეეხება ნიუ იორკში 1989 წლიდან 1999 წლამდე.

ნამდვილი ტრანსფორმაციაა. და მუსიკაზე და ფოტოგრაფიაზე რას გვეტყვით?

მაქვს რაღაც იდეები, შეიძლება ითქვას “უცნაური” იდეები.

მაინც როგორი იდეები?

არ ვიცი, მათ უფრო ახალბედა იდეები ეთქმით. ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.

უფრო კონცეპტუალური იქნება, როგორც მაგალითად “Innocents”?

იმედი მაქვს. მიყვარს ის.

მოყვე ისტორია, გქონდეს ნარატივი, როცა სინამდვილეში ეს არცაა ნარატივი და არის ფოტო. და ფაქტი, რომ ხალხი მას აქცევს ყურადღებას – ეს მიყვარს ფოტოგრაფიაში.
1b21b2605ffa4a26-groupIMG_9821

2d68ada28ee31af9-metasisIMG_4272

3b2e44458f014ff3-damageIMG_2359-376

3e568a6f52d0f82f-irisIMG_8847

6a70f98feb2989c2-masters_MG_6680

6b7e542a3c59e9b3-nightIMG_4250

6c691ba66c78f0b6-receiving_MG_7097a

7fe5c3b80f812251-observed_MG_7646

42d1a27af1f7c6c9-approvingIMG_4219

58ab66262887f978-innocents_MG_6668-1

68db07a714121f1f-beseech_MG_7302

0808be79797d878f-leadershipIMG_8849

2083beb5ad11c7d2-turns_MG_7322

2375a887045acd70-guards_MG_7082-2

817609499269337e-havenIMG_9848

Leave a Reply