იდნოელი ქალები ინდუისტური სექსისტური წესების წინააღმდეგ ონლაინ კამპანიის წამოწყებით იბრძვიან.   ქალების გაღიზიანება საბარიმალას ტაძრის წინამძღოლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ტაძარში შესვლა ეკრძალება ყველა ქალს, რომელმაც მიაღწია რეპროდუქციულ ასაკს. ასეთი ასაკის ნებისმიერი ქალი შესაძლოა მენსტრუაციული პერიოდი ჰქონდეს, ასეთ მდგომარეობაში ტაძარში შესვლა კი სიწიმნდეთა შეურაცხყოფად და ტაძრის დაბინძურებად ითვლება.

 

 

”დღეს უკვე არსებობენ მოწყობილობები, რომლებიც ახდენენ სხეულის სკანირებას და ამოწმებენ იარაღის არსებობა/არ არსებობას. მალე გამოიგონებენ მანქანებს, რომლებიც სპეციალური სკანერებით მოახდენენ ქალთა სხეულების შემოწმებას  და განსაზღვრავენ, აქვს თუ არა ქალს უფლება ტაძარში შევიდნენ. დაველოდოთ ასეთი მანქანების შექმნას, შემდეგ კი შეგვიძლია იმაზე ვილაპარკოთ, უნდა შევუშვათ თუ არა ქალები ტაძარში.”

განაცხადა ტაძრის წინამძღოლმა.

 

 

ფაქტით გაღიზიანებული ინდოელი ქალები სოციალური პლატფორმების მეშვეობით, საკუტარ პროტესტს გამოხატავენ და იყენებენ ჰაშთეგს – #HappyToBleed.

Leave a Reply