მსოფლიო მოდის ოთხ ძირითად ქალაქში: მილანში, პარიზში, ლონდონსა და ნიუ-იორკში გამართულა წამყვანი დიზაინერების ჩვენებებმა ცალსახად გამოკვეთა 2015-2016 წლების შემოდგომა-ზამთრის მოდური ტენდენციები.

ვინაიდან უკვე დეკემბერია, თქვენს ყურადღებას მხოლოდ ზამთრის მოდურ ტენდენციებზე შევაჩერებ.

სეზონის ძირითადი ტრენდები განპირობებულია 70-80-იანი წლების სტილით. ასე რომ თუ გინდათ მოდურად გამოიყურებოდეთ ბუტიკებს კი არა მშობლებისა და ბებია-ბაბუის ძველი გარდერობების დათვალიერებას გირჩევდით. შესაბამისად ხავერდის სამოსი და ბეწვის ფერის სამოსი აქტიურად ბრუნდება. შავი ფერი, როგორც ყოველთვის ისევ აქტუალურია.

ქვედაბოლოს სიგრძეში თავს ნუ შეიზღუდავთ. მოდურია მინი, მიდი და კოჭამდე ფართხუნა ქვედაბოლოც კი.

ასევე შეიძლება კაბის ქვეშ შარვლის ჩაცმაც.

უკან 70-იანებში

Balmain, Michael Kors, Carolina Herrera და სხვები აქტიურად იყენებდნენ თავიან ახალ კოლექციებში 70-იანი წლების დეტალებს. Chloe-ს კრეატიულმა დირექტორმა კლერ კელერმა კი განაცხადა, რომ მის კოლექციაში გამოყენებული 70-იანი წლების სტილი შინაგანი ქალურობის გამოსახვის კარგი საშუალებაა.

განიერი სახელოები და განიერი სამოსი

ფერადი ბეწვი და მისი დეტალები

ასიმეტრიული ჭრილები

მამაკაცური სტილი

 

Leave a Reply