წარმოშობით თურქი ზერენ ბადარი თვითნასწავლი კონცეპტუალური ხელოვანია, რომელიც დღეს ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში. უყვარს ბაროკოს პორტრეტები, ფანქრის ნათლელები და მანჰეტენის ირგვლივ სეირნობა.
მისივე თქმით, მასზე გავლენა ავანგარდის ერთ-ერთმა მიმართულებამ – დადაიაზმმა, დადაისტურმა ფილოსოფიამ მოახდინა, რაც  მის ნამუშევრებშიც  ცხადად ჩანს.

ზერენის პროექტებიდან, განსაკუთრებით საინტერესო და პოპულარული ე.წ. “Accident Series” ანუ შემთხვევითი სერიები გახლავთ. არტისტი ამ პროექტში აერთიანებს ფოტოგრაფიას, მხატვრობასა და კოლაჟს. ცნობილი ნახატების ფოტოებს სხვადასხვა ნივთებს უთავსებს, იქნება ეს საკვები, ქაღალდი, ფერადი ქვები თუ სხვა.  შთაბეჭდილება მართლაც ისეთია, რომ ის სხვადასხვა ფენები, რაც ფოტოს აქვს თითქოს მართლა შემთხვევითია, საბოლოო ჯამში კი ეს  ყველაფერი მაინც ერთიან ვიზუალს ქმნის.
tumblr_n4ufokXLEV1rde000o1_1280-682x1024

გთავაზობთ The Oxford Student-ისთვის მიცემულ ინტერვიუს:

პირველად თქვენი ნამუშევრები Tumblr-ზე ვნახე.როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური მედია და ზოგადად ინტერნეტი. არის ეს მხატვრებისთვის სამუშაო გარემო?

დღეს ხელოვანები აუცილებლად აქტიურად უნდა იყენებდნენ სოციალურ მედიას.. მაგალითად მე, ძირითადად დღეში ერთ პოსტს ვდებ, რაც, შეიძლება ითქვას, ერთგვარი დისციპლინაა, რადგან ყოველდღე უნდა გავაკეთო და შევქმნა რაღაც ჩემი ინსტაგრამისა და თამბლერისთვის. მტკიცედ მწამს, რომ არტისტებმა ნამდვილად უნდა გამოიყენონ ის დადებითი მხარე, რაც სოციალურ მედიას აქვს.
alt=”tumblr_myiujjqex11rde000o1_1280-682×1024″ width=”682″ height=”1024″ />tumblr_mxrll6OLhv1rde000o1_1280-682x1024

ოდესმე არ გიგრძვნიათ შიში, რომ თქვენს ნამუშევრებს ნებართვის გარეშე გამოიყენებენ? დღეს ხომ ასე ადვილია ვირტუალურ სივრცეში ნებისმიერი რამის აღება და გადაკოპირება. გქონიათ რაიმე სახის გამოცდილება ამ მხრივ?

ჯერ-ჯერობით არ მქონია ცუდი გამოცდილება და იმედია არც მექნება, თუმცა ბევრი საშინელი ისტორია მსმენია ზოგადად ამ თემაზე. მე მაინც დაბალი ხარისხის ფოტოებს ვტვირთავ აქ. ისინი არ გამოდგებიან დასაბეჭდად. თუმცა  თუ ვინმე ჩემი ნამუშევრების ასლებს გააკეთებს, ვფიქრობ ჩემს ადვოკატთან შეხება მოუწევს. ეს საჭიროა.

თქვენი ნამუშევრებიდან, ყველა თავის მხრივ გამორჩეულია, მაგრამ მინდა ყურადღება Accident Series-ზე გავამახვილო. აქ თქვენ სხვა ყველაფერთან ერთად იყენებთ ცნობილ, უკვე არსებულ ნახატებს და საბოლოო ჯამში ნამუშევარი თქვენ გეკუთვნით. რას გვეტყვით ამ იდეაზე. საკუთრებაზე?

როცა თანამედროვე ხელოვნებას უყურებ, უმრავლესობა კლასიკური ნამუშევრების ერთგვარი რეფერენსია. მე ამ ნახატების დაბალხარისხიან ფოტოებს ვიწერ და შემდეგ მათ რადიკალურად ვცვლი. ვუცვლი ფერებს და ბოლოს ვბეჭდავ. ზემოდან ვადებ სხვადასხვა ობიექტებს, საკვებს. ნახატი აბსოლუტურად სხვაგვარი ხდება.

დღეს ეს მეთოდი პოპულარულია. არტისტები ამუშავებენ ძველს, უკვე არსებულს და ქმნიან ახალს. ამ მხრივ პირველი არ ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი განსხვავებული სტილი. ეს ძალიან კონცეპტუალური სამუშაოა. ბუნებრივია, საბოლოო ნამუშევრის მფლობელი და ავტორი მე ვარ.
alt=”tumblr_n1dflaP0Hz1rde000o1_1280-680×1024″ width=”680″ height=”1024″ />tumblr_n17wpjTXQL1rde000o1_1280-682x1024 შეგიძლია აგვიხსნა თუ რატომ გააკეთე არჩევანი ამ წყვილზე, ვგულისხმობ ამ ძველ ნახატებსა და მაგალითად საკვებს, ან ქაღალდის სამაგრებს?

ეს ამ პროექტის ყველაზე რთული ნაწილია. ყველა ობიექტი არ უხდება ნახატს. მუშაობის პროცესში მივხვდი იმას, რომ მრგვალი ფორმები და რბილი მასალები ამართლებს.

იდეას ყველგან ვიღებ. ვეძებ მასალებს რაც მუდმივად ჩემს გონებაშია. რეალურად ეს დამღლელი პროცესია. მივხვდი, რომ 99 ცენტიანი მაღაზიები ძალიან შთამაგონებელია. ვიცი, უცნაურად ჟღერს. ასევე კარგი რესურსია ფლი მარკეტი. ზოგადად, ამ ყველაფერში ბევრს არ ვხარჯავ, 5-8 დოლარი მაქვს ხოლმე გათვლილი. მინდა რომ იაფი ნივთებით ავაწყო კოლაჟი და სწორედ ეს ბანალური ობიექტები გადავაქციო ექსტრაორდინალურ შედევრებად.

alt=”tumblr_myy7asI9KW1rde000o1_1280-682×1024″ width=”682″ height=”1024″ />tumblr_mu64nq2QLT1rde000o1_1280-707x1024tumblr_n2aqjw7Xp41rde000o1_1280-682x1024tumblr_mwvh58eFD21rde000o1_1280-682x1024tumblr_n42nt9mbvc1rde000o1_1280-682x1024tumblr_n2g25pDrNN1rde000o1_12802-682x1024tumblr_mtrhztlUNb1rde000o1_r2_1280-682x1024tumblr_mxyagpRoPf1rde000o1_1280-682x1024tumblr_n3oqy3Ezic1rde000o1_r1_1280-682x1024tumblr_n3icvx2ROm1rde000o1_12801-682x1024tumblr_mwgj3c2OFY1rde000o1_1280-682x1024tumblr_n2om5yWp681rde000o1_12802-682x1024

Leave a Reply