ნაბუჰირო ნაკანიში იაპონელი არტისტია, რომელიც ქმნის სამგანზომილებიან სკულპტურებს, რომლებიც გადმოსცემენ დროის აბსტრაქტულ აღქმას.

არტისტი იღებს რამოდენიმე ფოტოს ერთი და იგივე ადგილას, ოღონდ დროის და ადგილის შეუმჩნეველი ცვლილებით. მიღებულ ფოტოებს ბეჭდავს ლაზერული პრინტერით მყარ პლასტმასზე და დგამს ერთმანეთის მიყოლებით.

მაყურებელს თვალწინ ეშლება მრავალმხრივი და ღრმა სიუჟეტი: დროში ცვალებადი სურათი. სურათის თვალიერებისას გიჩნდება ისეთი შეგრძნება თითქოს მომენტი უსასრულოდაა გაწელილი, უსასრულო სივრცეში.

 

Leave a Reply