როგორც ტილოზე, ასევე ქუჩის კედელზეც შესაძლებელია სხვადასხვანაირად ხატო. ესპანელი ქუჩის არტისტი, რომელიც Pejac-ის სახელით არის ცნობილი ქმნის “ნათელ” კონცეპტუალურ ნამუშევრებს, დახვეწილს და ზოგჯერ ირონიულს, ურბანული სივრციდან გამომდინარე.

არტისტის თითოეული ნამუშევარი ორიგინალურია და  იმ ადგილთანაა კონტექტსში, სადაც დაიხატა.

მხატვრის აზრით ქუჩები ეკუთვნის ყველას. სწორედ ამას მოაქვს მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება, როდესაც ამა თუ იმ ქუჩებში ქმნის საკუთარ ნამუშევრებს, მას ხომ განსხვავებული ადამიანები ნახავენ და შეაფასებენ.

Pejac-ი თანმიმდევრულია. ის ხატავს მილანის, ტოკიოს, მოსკოვის, სეულის ქუჩებში და მისი ნამუშევრებით ყველა ქვეყანაში აღფრთოვანებულნი არიან.

ყოველთვის შესამჩნევი და აზრის მქონე ნამუშევრები არასოდეს რჩება გამვლელების ფოკუსს მიღმა. ისინი, თითქოს დახატვისთანავე იქცევიან ხოლმე ქალაქის ნაწილად და ამშვენებენ მას.

მისი ნამუშევრები შეგიძლიათ დაათვალიეროთ ინსტაგრამზე.

About The Author

4 წელია რაც ბლოგერი და მოქალაქე ჟურნალისტი ვარ. დაინტერესებული ვარ მოდის ინდუსტრიიდან სიახლეების, ადამიანის უფლებების/საზოგადოებაში არსებული პრობლემების და კულტურის სფეროდან სიახლეების გაშუქებით. მიმუშავია რამდენიმე ინტერნეტ გამოცემაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ერთ-ერთ თინეიჯერულ ჟურნალში, სადაც სხვადასხვა შინაარსისმქონე კონტენტს ვთავაზობდი მკითხველ. ამჟამად ვარ მოქალაქე ჟურნალისტი და ვაპირებ მომავალში შემდგარი და მიუკერძოებელი, სრულიად დამოუკიდებელი ჟურნალისტი გავხდე, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმაციის მაქსიმალურად კორექტულად მიწოდებაზე იზრუნებს. "What i see" საშუალებას მაძლევს ფართო საზოგადოებას გავუზიარო ის, რაც მაინტერესებს და სხვებსაც დავანახო ის, რასაც ვხედავ მე.

Leave a Reply