ტრადიციულად მიჩნეული იყო, რომ მამაკაცის დნმ ნაყოფის გენეტიკის 50% განსაზღრავს და ამით მისი ჩართულობა რეპროდუქციულ პროცესში მთავრდება.  შესაბამისად, უფრო დიდი ყურადღება მახვილდებოდა ორსულ დედაზე, ორსულობისას მისი ცხოვრების წესზე და კვების რეჟიმზე. ბოლო დროს ჩატარებულმა ორმა კვლევამ, ამ ტრადიციული შეხედულების ახლებური კუთხით დანახვება შეძლო და ნაყოფის განვითარებაზე მამაკაცის უფრო დიდი როლზე მიგვანიშნა.

ჩინელ მეცნიერთა გუნდმა ჩაატარა ექსპერიმენტი თაგვებზე.  მათ მამრობითი სქესის თაგვი დასვევს მაღალკალორიულ დიეტაზე და შემდგომ მისი სპერმა მდედრი თაგვის გასანაყოფიერებლად გამოიყენეს.  შედეგად, შთამომავალთა ერთ ნაწილს  გლუკოზის მოუნელებლობა, ხოლო მეორეს ინსულინისადმი რეზისტენციულობა აღენიშნათ. ორივე დიაბეტის ფორმად ითვლება.   ექსპერიმენტის ერთ ნაწილში, სადაც თაგვს  კვების რეჟიმი ხელოვნურად არ გაუზარდეს, მსგავსი შედეგი არ მიუღიათ.

ასეთივე ექპერიმენტი კანადელმა მეცნიერებმაც ჩაატარეს, თუმცა ამ შემთხვევაში, მათ თაგვს საკვებიდან პროტეინები მაქსიმალურად შეუმცირეს. შედეგად, ნაყოფთა უმეტესობას აღენიშნა გენეტიკური დარღვევის ფორმა,  რომლის გამოც ორგანიზმში ღეროვანი უჯრედების წარმოქმნა ფერხდებოდა.

ორივე კვლევამ ერთნაირად აჩვენა, რომ მამკაცის სპერმაში არსებული დნმ-ის გარდა, ნაყოფზე სპერმაში არსებული რნმ-იც ახდენს გავლენას.  ეს კი ეჭვ ქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ ნაყოფის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე მამაკაცის როლი მხოლოდ დნმ-ის გადაცემით სრულდება.   როგორც აღმოჩნდა, ნაყოფის მეტაბოლიზმზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მამაკაცის კვების რეჟიმი და მისი ცხოვრების სტილი.

 

 

კიდევ ერთმა კვლევამ აჩენა, რომ მამაკაცის ცხოვრების სტილი და კვების რეჟიმი გავლენას ახდენს მის რეპროდუციულ შესაძლებლობებზე.  კოპენჰაგენის უნივერსიტეტის დოქტორი ნეილს შკაკებაეკის თქმით, მაღალ ინდუსტრიალიზებულ ადგილებში 19-დან 25 წლამდე მამამკაცთა 90%  პათოლოგიური სპერმის მატარებელია, რაც მის დაბალ რეპროდუქტიულობას გულისხმობს. დასავლეთის ქვეყნებში დაბალი შობადობის ძირითად მიზეზად შეიძლება ეს ფაქტორი იყოს მიჩნეული.

 

Leave a Reply