შაბიანბისფერი ინტერიერი, გემრიელი სასუსნავები, განსაკუთრებული დიზაინის მქონე სავარძლები, სადაც კომფორტულად მოკალათდები  და მრავალფეროვანი კოკტეილები ძირითადად ქალებს იზიდავს, ქალებს, რომლებსაც უყვართ “საუზმე ტიფანისთან”, სერიალი “lipstick jungle” და სასიამოვნო გარემოში ერთმანეთისთვის ბევრი დროის გამოყოფის ფუფუნება აქვთ. ტიფანი ბარი თბილისში, ბროსეს ქუჩაზე მდებარეობს, ფასები მეგობრულია, საშუალო შემოსვლის მქონე მომხმარებელზე გათვლილი, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით კი ცოცხალი მუსიკის მოსმენის საშუალებასაც იძლევა. 

 5

1. რით არის გამორჩეული თქვენი კაფე სხვა კაფეებისგან?

კონკრეტული კონცეფციით გაკეთებული ინტერიერი, დიზაინი, სტილი რომელსაც ვქმნით დეტალებით, თბილისის სხვა კაფეებისა და რესტორნებისგან ნამდვილად გამოგვარჩევს. ვცდილობთ კერძებიც, დესერტებიც და კოქტეილებიც ასევე განსხვავებული გვქონდეს, მერწმუნეთ, ჩვენი კონდიტერები ნამდვილად სასწაულებს ახდენენ, ბელგიური ვაფლების ათასგვარ ნაირსახეობას, ფრანგულ მაკარუნსებს, საოცარ ნაყინებსა და სხვა გემრიელობებს ქმნიან. ბედნიერება ხომ სულ პატარ–პატარა დეტალებშია, ჩვენ კი ვცდილობთ ეს დეტალები აღმოვაჩინოთ, კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ და ჩვენს სტუმრებს ტიფანიში ყოფნით მონიჭებული ბედნიერების შეგრძნება დიდხანს გაყვეთ.


2. რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი.

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ქალბატონები არიან, რომლებსაც სხვადასხვა გატაცება აქვთ და სხვადასხვა საქმე, უყვართ მოდა, დახვეწილი გარემო, ერთმანეთთან ჭორაობა, ექსკლუზიური წვეულებებისა თუ საქმიანი შეხვედრების გამართვა. შეგიძლიათ პატარა “Lipstick Jungle” წარმოიდგინოთ? ტიფანიში სწორედ ასეთი ქალბატონები დადიან. რომანტიკული შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია, სწორედ ამიტომ ხშირად გვსტუმრობენ წყვილები, მამაკაცები საყვარელ ქალებს ჩვენთან ვახშმითა და სასიამოვნო საღამოთი ანებივრებენ.


1 3. რის დაგემოვნებას ურჩევდით თქვენს სტუმარს? 

საზაფხულო ხილის კოქტეილები შოკოლადის ფონდიუსთან ერთად ნამდვილად იდეალურია, ამიტომ, სწორედ ამის დაგემოვნებას ვურჩევდით.


4. რა პროგრამას სთავაზობთ გარდა კვებისა 

ცოცხალი მუსიკა ტიფანი ბარში ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით ჟღერს. ლამაზი, ფრანგული მელოდიები, ჯაზი, სოული ნამდვილად არის მშვიდი და მყუდრო საღამოს გარანტია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხმაურიან წვეულებებს ვერიდებით. დაბადების დღეებს, წინასაქორწილო წვეულებებსა და კორპორატიულ საღამოებს ხშირად აკეთებენ ჩვენთან, ვიწვევთ დიჯეის, ძალიან კარგი ფურშეტის მენიუ გვაქვს, უშუალოდ საღამოს შინაარსიდან გამომდინარე ბარსაც სხვანაირად ვრთავთ და ვალამაზებთ, საბოლოო ჯამში, ივენთები ტიფანიში დაუვიწყარი გამოდის.

 

7 6. რა მნიშვნელობას ანიჭებთ დიზაინს. რის მიხედვით გადაწყვიტეთ ინტერიერის დიზაინი, ვისი შექმნილია?

დიზაინი, გარემო ტიფანი ბარში უმნიშვნელოვანესია, ყველაფერი ოდრი ჰეპბერნის, უკვდავი ფილმის “Breakfast at Tiffany’s” და ულამაზესი ბრენდის Tiffany&Co-ს სიყვარულით დაიწყო, იდეები ჩვენი გუნდის წევრებს, თანამშრომლებს ეკუთვნით, ერთად მოვიფიქრეთ ყველაფერი, კონკრეტული დიზაინერი არ გვყოლია, საბოლოოდ კი Tiffany-ს ფერებით, ფილმიდან კადრებით, განსხვავებული ავეჯითა და აქსესუარებით ნამდვილად ზღაპრული გარემო შევქმენით. ტიფანი ბარი სასტუმრო რივერსაიდის პირველ სართულზე მდებარეობს, სულ ახლახანს ზუსტად ასეთივე სტილის ტიფანის ექსკლუზიური სასტუმროს ნომრები დაგვემატა, გვიხარია, რომ მათი დიზაინიც ისეთივე მოწონებას იმსახურებს, როგორც ეს ბარის შემთხვევაში იყო.


7. გარდა თქვენი სივრცისა, რომელია თქვენთვის ისეთი ადგილი, რომელსაც ჩვენს მკითხველს ურჩევდით.

რადგან ზაფხულია, თქვენ მკითხველს სწორედ ამ სეზონისთვის შესაფერის ულამაზეს ადგილს ვურჩევთ, ეს კაფე ლიტერაა, მწერალთა სახლის ეზოში. ვისაც ბუნებით ტკბობა და იდუმალი გარემო ხიბლავს, სწორედ ამ ადგილს უნდა ესტუმროს.

Leave a Reply