“ნეტფლიქსმა”, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში მაუწყებლობასაც გეგმავს, თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის “ბანქოს სახლის” (House of Cards) ახალი სეზონი დაანონსა “ტვიტერზე”.

“ამერიკა იმსახურებს ფრენკ ანდერვუდს” – სწორედ ასეთი სლოგანით გავრცელდა თრეილერი, საიდანაც ირკვევა რომ 2016 წლის 4 მარტს მე-4-ე სეზონის პირველი სერია გამოვა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ახალ სეზონში სერიალის მსახიობების ჯგუფს ახალი წევრი, ნივ ქემბელი შეუერთდება, ხოლო ანდერვუდების წყვილი ისევე ერთადაა და აგრძელებენ თავიანთ შავ-ბნელ საქმიანობას.

Leave a Reply