1940-იანი წლების მეორე ნახევარს, ამერიკული ტელევიზიის ოქროს ხანად მოიხსენიებენ. მაშინ როცა ტელევიზორი  მხოლოდ საზოგადოების საშუალო ან მაღალი ფენისთვის იყო ხელმისაწვდომი,  სატელევიზიო არხსები ‘განათლებულ’ და ‘შეძლებულ’ მაყურებლებს მაღალი ხარისხის პროგმრამებს სთავაზობდნენ. ბევრს სწამს, რომ სატელევიზიო სამყაროს ნამდვილი ოქროს ერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.  ამის დასტურად ბარაკ ომაბას საქციელიც კმარა, რომელმაც 2010 წელს საკუთარი გამოსვლა გადადო, რათა ABC-ს მაღალრეიტინგული სერიალის – ‘დაკარგულების’ მაყურებლები არ ‘შეეწუხებინა’ და მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ 2010 წლის 2 თებერვალს, საკულტო სერიალის ფინალური სეზონის პირველი სერია ენახათ.

სატელევიზიო ოქროს ერა გრძელდება და კაბელური, თანამგზავრული თუ ინტერნეტ ტელევიზიების არსებობის ფონზე, მაყურებელები არჩევანიც უფრო ფართოა. ახალი წელთან ერთად, ახალი სატელევიზიო სეზონიც დაიწყო, რომელიც მსუყედ და მრავალფეროვნად გამოიყურება.  წარმოგიდგენთ სატელევიზიო შოუებს, რომელებსაც ყველა შანსი აქვთ, რომ 2016 წლის ჰიტებად იქცნენ.

 

11.22.63

 

Hulu სტეფან კინგის წიგნის ეკრანიზაციას იწყებს. სერიალში, რომელიც ეთერში პირველად, 15 თებერვალს, პრეზიდენტის დღეს გავა, ჯეიმს ფრანკო პრეზიდენტ კენედის გადარჩენას შეეცდება.  ფრამკოს პერსონაჟი სკოლის მასწავლებელია, რომელიც დროში მოგზაურობს, რათა პრეზიდენტის მკვლელობას ხელი შეუშალოს. სერიალი ჯერ არ გამოსულა, ფანებს კი საკუთარი თეორია აქვთ, რომლის მიხედვითაც ჯეიმს ფრანკოს პერსონაჟი თავად გახდება კენედის მკვლელი.  დრამის მიმართ მოლოდინი დიდია, რადგან შოუს ექსკლუზიოური პროდიუსერი თავად ჯეი ჯეი აბრაამსია.

 

 

 

SHADES OF  BLUE

 

 

2016 წელს, ამერიკული ტელეარხი NBC  ბევრი ახალი შოუთი იწყებს, მათ შორის ერთ-ერთა Shades of blue.  მოკლე სატელევიზიო სერიალი 13 სერიისგან შედგება. კრიმინალურ დრამაში ჯენიფერ ლოპეზი შეასრულებს მთავარ როლს. რამდენიმე ალმობისა და წარმატებული სინგლების შემდეგ, ვარსკვლავი სამსახიობო კარიერას ტელევიზიის მცირე ეკრანზე უბრუნდება. სერიალში ჯენიფერ ლოპეზის პერსონაჟი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი და მარტოხელა დედაა, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, თუმცა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ახალი პრობლემების საწყისი ხდება. შოუს პირველი სერია ეთერში 7 იანვარს გავიდა და მას 8.55 მილიონი მნახველი ჰყავდა.

 

 

 

 

WAR & PEACE

 

ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკრანზე ‘ომის და მშვიდობის’ გაცოცხლებას შეეცდება.  რუსული კლასისკის ბრიტანული ეკრანიზაციის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ როგორც ბრიტანეთში ასევე ამერკაში, ავსტრალიაში, ისრაელში და ევროპის ცხრა ქვეყანაში.  სერიალი სულ ექვსი ეპიზოდისგან შედგება. პირველ სერიას ბრიტანეთში  რვა მილიონი მაყურებელი ყავდა.

 

 

 

X – FILES

 

24 იანვარს ეთერში საკულტო სერიალი – ‘საიდუმლო მასალები’ დაბრუნდება, რომელიც 1993-დან 2002 წლების ჩათვლით, ცხრა ხანგრძლივი სეზონის განმავლობაში მთელ მსოფლიოში იყო პოპულარული. მარყურებელს 14 წლის შემდეგ, საშუალება ექნება ნახოს საყვარელი სერიალის ექვსი ეპიზოდი, უცვლელი ქასთით.

 

 

 

 

THE MAGICIANS

 

 

ახალ საი-ფაი ჟანრის სერიალს უკვე უწოდებენ ‘ნარნაიასა და ჰარი პოტერის ნაზავს’ და ‘ჰარი პოტერს დიდებისთვის’.   სერიალის პირველი სერია 2015 წლის 16 დეკემბერს გავიდა ეთერში, მაყურებელს მისი ნახვის საშუალება 2016 წელს ექნება, მას შემდეგ რაც სერიალი  25 იანვარს ეკრანზე დაბრუნდება. The Magicians ლევ გროსმენის იგივე სათაურის მქონე წიგნის ეკრანიზაციაა, რომელსაც კარგი გამოხმაურება მოყჰყვა, თუმცა დაბალი რეიტინგის გამო დახურვას უწინასწარმეტყველებენ.

 

 

 

 

 

 

LOVE (netflix)

 

 

ნეთფლიქსი ორიგინალი პროდუქციის შექმნას განაგრძობს. მან წინასწარ შეუკვეთა სერილ – LOVE-ის ორი სეოზნი. პირველი სეზონი ნეთფლიქსის კატალოგს 19 თებერვალს დაემატება და მასში 12 ეპიზოდი იქნება, ხოლოდ ათ სერიანი მეორე სეზონი მაყურებლისთვის მომავალ წელს იქნება ხელმისაწვდომი.  ნეთფლიქსის ორიგინალური შოუების მიმართ გაზრდილი მოთხოვნის გამო, უნდა ვივარაუდოთ, რომ სერიალი წარმატებული იქნება. კომედიაში საშუალება გვექნება დავაკვირდეთ რომანტიკულ ურთიერთობებს ქალისა და კაცის პერსპექტივებიდან. სერიალის პერსონაჟები, მიკი და გასი შეეცდებიან ნებისმიერი რომანტიკული ურთიერთობის რეალური დეტალები ახლი კუთხით დაგვანახონ.

 

 

 

 

 

 

AMERICAN CRIME STORY

 

 

სერიალი 2 თებერვლიდან კაბალეურ ახრ – FX-ზე გავა. მისი პროდიუსერები ‘ამერიკული საშინელებათა ისტორიის’ შემქმნელები, რაიან მერფი და ბრედ ფალჩეკი არიაან.  სერიალის მიმართ ყველაზე დიდი მოლოდინია, რადგან მას სათავეში რაიან მერფი უდგას, რომელმაც შექმნა ისეთი სერიალები, როგორიცაა ‘გლი’, ‘ამერიკული საშინელებათა ისტორია’ და ‘კივილის დედოფლები’.  დრამაში ასევე ჰყავს ვარსკვლავური ქასთი – ჯონ ტრავოლტა, კუბა გოდინგ ჯუნიორი და სარა პოლსონი.

 

 

 

Leave a Reply