2016 წელს ეკრანზე ბრუნდებიან ‘საიდუმლო მასალები’ და ‘ფულ ჰაუსი’. ამ ორი საკულტო სერიალის გარდა, მაყურებლებს საშუალება ექნება ლეგენდარული სიტკომის ‘Friends-ის’  ქასთის ხელახლა გაერთიანების მომსწრენი გახდნენ.  NBC-ის კომედიური სერიალი, რომელიც ათი სეზონის განმავლობაში, 1994-დან 2006 წლამდე გადიოდა ეთერში 2 საათიანი სპეციალური გამოშვებით ეკრანზე დაბრუნდება, რათა სერიალის დახურვის ათი წლის იუბილე აღნიშნონ. სპეციალური გამოშვება იგივე არხზე, თებერვალში გავა და იგი Saturday Night Live-ის 40 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოშვების მსგავსი იქნება.

21 თებერვალს, ‘მეგობრების’ ქასთის წევრებს – ჯენიფერ ენისტონს, ლიზა კუდროუს, ქორთნი ქოქს, მეთიუ პერის, მეთ ლებლანკსა და დევიდ შუიმერს სხვა კომედიური სერიალის ვარსკვლავებიც შეურთდებიან, მათ შორის ‘დიდი აფეთქების თეორიის’ ქასთის წევრები.

 

 

 

 

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply