მსახიობი ალან რიკმანი, რომელმაც მსოფლიოს თავი დაამახსოვრა “ჰარი პოტერში” შესრულებული ჯადოქარ სევერუს სნეიპის როლით, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, მსახიობის გარდაცვალება სიმსივნემ გამოიწვია.

ალან რიკმანი ცნობილი ბრიტანელი მსახიობი იყო, რომელმაც თავისი კარიერის მანძილზე უამრავი როლი შეასრულა, მათ შორის ისეთ ფილმებში როგორიცაა Robin Hood: Prince of Thieves, Die Hard და Truly, Madly Deeply. თუმცა, ჯადოქარ სევერუს სნეიპის როლი განსაკუთრებული იყო როგორც “ჰარი პოტერის” ფანებისთვის, ისე თავად ალან რიკმანისთვის. ამბობდა, რომ სნეიპის პიროვნება ბევრად უფრო საინტერესო იყო ვიდრე ეს ეკრანებზე ჩანდა. “როდესაც 80 წლის ვიქნები, ვიჯდები ჩემს სარწეველა სკამში და ისევ “ჰარი პოტერს” წავიკითხავ. ოჯახის წევრები ალბათ მკითხავენ – “ამდენი წლის შემდეგ?” და მეც ვუპასუხებ – “ყოველთვის” – ალან რიკმანი.

Severus-Snape-severus-snape-14207617-800-600

ალან რიკმანის გარდაცვალებას მისი მეგობრები და გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ. ჯოან როულინგი Twitter-ის საშუალებით ემშვიდობება ადამიანს, რომელიც წლების წინ თავისი ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ გმირად აქცია. “არ არსებობს სიტყვები იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი ემოცია. ვუსამძიმრებ ალანის ცოლს და მის ოჯახს. ჩვენ დავკარგეთ უდიდესი მსახიობი, მაგრამ მათ თავიანთი გულის ნაწილი დაკარგეს”. 

ჰარი პოტერის როლის შემსრულებელმა მსახიობმა, დენიელ რედკლიფმა საკუთარი აზრი სოციალურ ქსელ Google Plus-ის საშუალებით გამოხატა. “მთელი ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე მემახსოვრებმა ის, რაც მან მასწავლა. ბედნიერი ვარ, რომ ალანი სწორედ იმ ასაკში გავიცანი, როდესაც რჩევა განსაკუთრებით მჭირდებოდა. თეატრის სცენამ და კინოინდუსტრიამ უდიდესი მსახიობი დაკარგა.”

 

ალან რიკმანმა პირველი კინოროლი "რომეო და ჯულიეტაში" შეასრულა.

ალან რიკმანმა პირველი კინოროლი “რომეო და ჯულიეტაში” შეასრულა.

კადრი ფილმიდან "Robin Hood: Prince of Thieves"

კადრი ფილმიდან “Robin Hood: Prince of Thieves”

კადრი ფილმიდან "Love Actually"

კადრი ფილმიდან “Love Actually”

რიკმანმა მთავარი როლი შეასრულა რობერტ სტურუას “ჰამლეტში”. ის სამჯერ იმყოფებოდა საქართველოში:- პირველად 1979 წელს, შემდეგ კი 2007 და 2009 წლებში. ქართველმა მაყურებელმა ის რუსთაველის სცენაზეც იხილა.

rickman-hamlet

Leave a Reply