კინოინდუსტრია ელვის სისწრაფით ვითარდება. ყოველწლიურად იზრდება ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების რაოდენობა და ხარისხი. 2016 წლის თებერვალი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი თვე იქნება კინომოყვარულთათვის.

1. Hail, Caesar! 

გამოსვლის თარიღი: 5 თებერვალი

ფილმში მოქმედება ხდება 1950-იან წლებში, ე.წ. ჰოლივუდის ოქროს ხანაში. ისტორია ვითარდება სტუდიაში მომუშავე შემკეთებლის ირგვლივ, რომელიც ცდილობს დაადგინოს თუ რა დაემართა გადამღები ჯგუფის გაუჩინარებულ წევრს.

ფილმი კომედიური ჟანრისაა და მისი რეჟისორები არიან ოთხგზის ოსკაროსანი, ჯოელ და ეთან კოენები. თითქოს ეს არ იყო საკმარისი და ამას ჯორჯ კლუნი, ჩენინგ ტატუმი, სკარლეტ იოჰანსონი, რალფ ფაინსი და ტილდა სუინტონი დაუმატეს.

 

2. Regression 

გამოსვლის თარიღი: 5 თებერვალი

Regression ესპანელი რეჟისორის ალეჰანდრო ამენაბარის კიდევ ერთი ნამუშევარია, ემა უოთსონისა და ეთან ჰოუკის მონაწილეობით. ემა უოთსონის პერსონაჟი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. დანაშაული ჩაიდინა მისმა მამამ, თუმცა მას არაფერი არ ახსოვს. მომხდარს ეთან ჰოუკის გმირი, დეტექტივი იძიებს. ფილმი მისტიკური ჟანრისაა და თუ ამენაბარის წინა ნამუშევრებს გავიხსენებთ, (Others) უდავოდ საინტერესო იქნება.

3. The Choice

გამოსვლის თარიღი: 5 თებერვალი

ფილმი მათთვის, ვისაც მოსწონს რომანტიკული ჟანრის ფილმები და ნიკოლას სპარქსის სახელიც ხშირად გაუგია. სწორედ ნიკოლას სპარქსის ნაწარმოებების მიხედვითაა გადაღებული “The Notebook”, “Dear John”, “Safe Haven” და სხვ. The Choice ტრევისისა და გაბის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, თავისი სირთულეებითა და ბედნიერი მოგონებებით.

4. Misconduct

გამოსვლის თარიღი: 5 თებერვალი

ალ პაჩინო, ენტონი ჰოპკინსი და ჯოშ დუჰამელი – ტრიო რომელიც ქმნის ფილმს Misconduct. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა, ამბიციური იურისტის შესახებ, რომელიც ცდილობს მოიგოს საქმე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლის წინააღმდეგ. სულ მალე ის მიხვდება, რომ კორუფციითა და შანტაჟით სავსე ისტორიაში გაიხლართა.

5. Deadpool

გამოსვლის თარიღი: 12 თებერვალი

ეს არ არის ფილმი კეთილ სუპერგმირზე, რომელიც სამყაროს გადაარჩენს. Deadpool უფრო ანტიგმირია, ვიდრე გმირი. ფილმი დაფუძნებულია Marvel-ის ცნობილ კომიქსზე და მოგვითხრობს სპეციალური ძალების ყოფილი აგენტის, უეიდ უილსონის (რაიან რეინოლდსი) შესახებ. მას შემდეგ რაც უილსონი გაიგებს, რომ ის დაავადებულია კიბოთი, გადაწყვეტს, მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში, რომელიც შეძლებს მის განკურნებას. ის ექსპერიმენტის შედეგად შეიძენს ე.წ. ალტერ ეგოს – Deadpool-ს. უილსონი ცდილობს შური იძიოს კაცზე, რომელმაც მისი ცხოვრება დაანგრია.

ფილმის ტრეილერს Youtube-ზე 9 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, რაც ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, Deadpool წარმატებული პროექტი იქნება.

6. Gods of Egypt 

გამოსვლის თარიღი: 26 თებერვალი

ღმერთები, ურჩხულები, მაგია, ომი, სიყვარული – ყველაფერი ეს გაერთიანებულია ფილმში, რომელიც ეგვიპტურ მითოლოგიას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გვიჩვენებს. ფილმში ღმერთი ჰორუსი (ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ) ებრძვის სეთს (ჯერარდ ბატლერი), რათა გადაარჩინოს არამარტო ეგვიპტური ცივილიზაცია, არამედ მთელი კაცობრიობა.

ფილმის ტრეილერს Youtube-ზე 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

 

 

Leave a Reply