არც ისე დიდი ხნის წინ, მაშინ როცა ამერიკაში მცხოვრები აფრიკული წამოშობის ადამიანები თავიანთი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლისთვის ემზადებოდნენ, ევროპის შუაგულში, ბელგიაში, 1958 წელს ადამიანთა ზოოპარკის ბოლო გამოფენა გაიმართა, სადაც გამოიფინეს აფრიკისა და ოკეანეთის მკვირი მოსახლეობის წარმომადგენლები. 1958 წელი ადამიანთა ზოოპარკების არსებობს ხანა დასრულდა, ყველაფერი კი გაცილებით ადრე, 1800-იან წლებში დაიწყო. 1889 წელს, პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენას 18 მილიონი ადამიანი დაესწრო მთელი ევროპიდან. მსოფლიო გამოფენაზე წარმოდგენილები იყვნენ აფირკის, ჩრდილოეთ ამერიკისა და  ოკეანეთის მკვიდრები, როგორც განსაკუთრებული ექსპონატები.

ადამიანთა ზოოპარკები ევროპაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ‘საინტერესო ექსპონატებს’ ევროპის სხვადასხვა ქალაქის ზოოპარკები მასპინძლობდნენ. პარიზის, ლონდონის, პრაჟის, ვარშავისა და ბერლინის ზოოპარკები კოლონიზირბეული მიწების მკვიდრ მოსახლეობას მასპინძლობდნენ და მათ გალიებში დანარჩენ ცხოველთა გვერდით ათავსებდნენ. ერთ გამოფენას საშუალოდ 200-დან 400 ათასამდე ადამაინი სტუმრობდა.

გალიებში მოთავსებულ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ტანზე ხდიდნენ და საზოგადოებას შიშველს წარუდგენდნენ ხოლმე. დამთვალიერებელს მათი გამოკვების უფლებაც ეძლეოდა.  სულ მალე, ევროპას ფეხი ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც აუწყო და მსგავსი ზოოპარკები იქაც მოეწყო. განსაკუთრებულად პოპულარული იყო ზოოპარკი ბრონქსში, ნიუ-იორკში, სადაც აფრიკელი წარმოშობის ოთა ბენგა მაყურებელთა დიდ მოწონებას იმსახურებდა. ზოოპარკის მფლობელები ოთა ბენგას მაიმუნებთან ცხოვრებას და პრიმატების ხელში ტარებას აიძულებდნენ, რაც დამთვალიერებელს განსაკუთრებულად იზიდავდა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მას ხელში ისარი ან რაიმე სხვა სახის საბრძოლო (სანადირო) იარაღი სჭიროდა და ნახევრად შიშველს ეპოზიორა. ბრონქსი მოწყობილი ადამიანთა ზოოპარკი იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ მასზე New York Times-იც წერდა.

ადამიანთა ზოოპარკები მომგებიანი ბიზნესი იყო და რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, მას ბოლო ადოლფ ჰიტლერმა მოუღო. გერმანიის სათავეში მოსვლის შემდეგ, ჰიტლერმა ადამიანთა ზოოპარკები  აკრძალა და ეს კანონი მის მიერ დაპყრობილ ევროპულ ქვეყნებშიც გაავრცელა.

 

ზოოპარკის ბინადარი გოგონა, რომელსაც დამთვალიერებელი ხალისით კვებავს.

 

გამოყენაზე წარდგენილი ადამიანანები მათთვის ‘ბუნებრივ’ პირობებში.

 

დედა და შვილი ‘ნეგრთა სოფელში’ განამწესეს. ეს ადგილი გერმანიაში განსაკუთრებით პოპულარული იყო. მას ოთო ვონ ბისმარკიც კი სტუმრობდა.

 

 

მსოფლიო გამოფენაზე წარდგენილი პილიგრიმები ცეკვავენ, რათა დამთვალიერებელი გაართონ.

 

სენტ ლუისი, 1904 წელი.

 

აფრიკელი ქალები პარიზის ზოოპარკში.

 

ნეგრთა სოფელი გერმანიაში, სოციალური დარვინიზმის პოპულარობის ხანაში.

 

ადამიანთა ზოოპარკის პოსტერი გერმანიაში.

 

 

Leave a Reply