მეოცე საუკუნის ოციან წლებში, ‘დავიწყებულთა’ გასახსენებლად და მათთვის საჭირო პატივის მისაგებად, მხატვრებმა თავიანთი ფუნჯები მოიმარჯვეს და სოციალური რეალიზმიც ამ პერიოდის დომინანტური მიმდინარეობა გახდა.  სანამ სოციალური რეალიზმი დავიწყებას მიეცემოდა, მან მსოფლიო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, ხოლო საბჭოთა კავშირში, მხატვრობის ახალ და ერთადერთ  ჟანრს – სოციალისტურ რეალიზმს მისცა დასაბამი.

1932 წელს მიიჩნევენ თარიღად როცა, სტალინის ხელშეწყობით, სოციალისტური რეალიზმი, საბჭოთა კავრში მხატვრობის ერთადერთ დასაშვებ მიმდინარეობად იქცა. ამ დროიდან საბჭოთა მხატვრებისთვის ემიანსტიპირებული პროლეტალიატის ტილოზე გამოსახვა, არა მარტო სასურველი, არამედ აუცილებელი იყოც.  ყველაფერი უცვლელად 1960-იან წლებამდე გაგრძელდა, 1953 წელს სტალინის გარდაცვალებით, მისი პიროვნების კულტის დამხობითა და სათავეში ხრუშოვის მოსვლით მხატვრებზე ზეწოლა შემცირდა,  თუმცა სოციალისტურმა რეალიზმმა არსებობა კიდევ დიდხანს გააგრძელა და ოფიციალურად საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად დათმო პოზიციები, 1990-იანი წლებიდან კი რუსი დიზაინერების ინსპირაციის ძირითადი წყარო გახდა.

მხატვრობის ეს მიმდინარეობა იდეოლოგიურ იარაღად გამოიყენებოდა. ხელოვნების ნამუშევრებზე გამოსახული უკლასო, მშორმელი საზოგადოების ბედნიერი საახეების ნახვა შეისაძლებელი იყო ყველგან – გაჩერებებზე, საზოგადოები თავშეყრის ადგილებში, საჯარო ტრანსპორტებსა თუ დაწესებულებებში.

ცხადია, ამ ჟანრში ქართველი მხატვრებიც მოღვაწეობდნენ. ქართველ საბჭოთა მხატვრების მიმართ დაკვეთა ოდნავ შეიცვალა და მათ არა მხოლოდ საბჭოთა ფასეულობებზე უნდა დაეხატათ, არამედ ისინი ქართულ ტრადიციებთან უნდა  შეერწყათ და მის ორგანულ ნაწილად ექციათ.   ცნებები ქართული, ეროვნული უნდა გაიგივებულიყო ცნებასთან – საბჭოთა. იმისათვის რომ ქართველ ადამიანს თავი საბჭოთა მოქალაქედ ეგრძო და  უკეთ აღექვა რეალობა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა ფასეულობები, მისი ეროვნული ფასეულობების ნაწილი იყო, მხატვრები ერთ სივრცეში ათავსებდნენ მკვეთრად ქართულ სიმბლოებსა და იმ დეტალებს, რომლებიც საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა.  ყველაფერი სტილის დაცვით კეთდებოდა, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი, ლამაზად მომღიმარი ადამიანები სწრაფად მიმავალი ჩქაროსნული მატარებლის ფონზე, ფანდურზე უკრავდნენ და ახალ რეალობაში ცხოვრებას ზეიმობდნენ. ხშირი იყო ქართული ეკლესიებისა და ისტორიული ძეგლების გვერდით გამოსახული ის სიკეთეები, რომლებიც ხალხისთვის ხელმისაწვდომი, საქართველოში საბჭოთა ხელისფულების დამყარებასთან ერთად გახდა. ასეთებად კი, პირველ რიგში, რკინიგზა, ჰიდროელექტრო სადგური, ელექტრო ნათურა და ინდუსტირული თუ ტექნოლოგიური განვითარების სხვა სიმბოლოები ითვლებოდა.

წარმოგიდგენთ ქართველ მხატვართა, სოციალისტურ რეალიზმის ჟანრში შესრულებულ ნამუშევართა (ან რეპროდუქციათა) იშვიათ ფოტოებს, რომლებიც მხატვარა გია ბუღაძემ შეაგროვა.

 

 

 

This slideshow requires JavaScript.

 

 

 

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply