დორიან მიურეი რვა წლის ბიჭია, რომელიც როუდ აილენდზე, შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.  ოთხი წლის წინ მას კიბოს იშვიათი ფორმა დაუდგინეს. ცხოვრების ნახევარი მან ავადმყოფობასთან ბრძოლაში გაატარა. მკურნალობის ოთხი წლის თავზე ექიმებმა ბიჭის მშობლებს შეატყობინეს, რომ მისი გადარჩენის შანსი არ იყო და მოზარდის სახლში დაბრუნება სთხოვეს.

 

 

სახლში მისვლისას დორიანმა მამას უთხრა, რომ სიკვდილამდე უნდოდა ჩინეთში გამხდარიყო ცნობილი, იქ სადაც უზარმაზარი ხიდია. დორიანმა ჩინეთის დიდი კედელი იგულისხმა, მამამ კი შვილის თხოვნა სოციალურ ქსელში დაპოსტა.

”ვეძებ ადამიანებს, რომელებსაც ჩინეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში ნაცნობები ეყოლება, რათა შესაძლებლობის შემთხვევაში მათ ფოტო გაიდაიღონ წარწერით – D-storng. მინდა ჩემი შვილი დარწმუნდეს, რომ იგი მსოფლიოში ცნობილია. წინასწარ გიხდით მადლობას.”

 

მის თხოვნას მალევე მოყვა გამოხმაურება და ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან დაიწყეს ფოტოების გადაღება და იმ ჰაშთეგის გამოყენება, რომლითაც ოჯახი მომაკვდავ შვილს ამხნევებდა. მოხალისეებს ცნობილი კომედიანტი ქონან ობრაინი და მომღერალი პოლა აბდულიც შეურთდნენ.

17 დეკემბერს, დორიანის თანამოქალაქეებმა გადაწყვიტეს  სანაპირო ზოლზე წარწერა გაეკეთებინათ. ისინი შეიკრიბნენ და ცოცხალი ჯაჭვისგან გამოსახეს მესიჯი რვა წლის ბიჭითსვი – #D-strong – რაც ძლიერ დორიანს ნიშნავს.

”ასეთ თანადგომასა და სოლიდარობას ყოველ დღე ვერ ნახავ. ათასობით ადამიანი უამინდობის მიუხედავად სანაპიროზე გამოვიდა, რათა ბიჭისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა.”

აცხადეს ფოტოგრაფი, რომელმაც სანახაობა ორ დრონზე გადაიღო.

 

 

 

 

 

 

 

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply