თუ გსურთ მეგობრებთან ერთად დრო საინტერესო და სასიამოვნო გარემოში გაატაროთ, სადაც ცხვირწინ სიგარეტს არ გაგიბოლებენ და ღიმილიანი სახით გაგიმასპინძლდებიან, ბარნოვის 64-ში, ძველი სახლის შენობაში განთავსებულ კაფეს,   “ო, მოდა, მოდას” შეგიძლიათ ესტუმროთ, რომელიც ხელოვნებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებს განსაკუთრებით მოსწონთ. ფასები საშუალოა, ყველასათვის ხელმისაწვდომი. კაფე კონცეპტუალურ მაღაზიასთანაა შეთავსებული და განტვირთვისა და ჯანსაღი კერძების დაგემოვნებასთან ერთად შეგიძლიათ თავისუფლად იშოპინგოთ.

12308545_555285031287852_7707027338608513861_n

რით არის გამორჩეული თქვენი კაფე სხვა კაფეებისგან?

ჩვენი კაფე არის განთავსებული, ძველ, ძალიან ლამაზ, ბუხრიან სახლში. არის შეთავსებულ კონცეპტუალურ მაღაზიასთან, აქვს ღია სამზარეულო, მცენარეებით დაბურული ულამაზესი ბაღიც და პირველი კაფეა არამწეველთათვის.

რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი?

ჯანმრთელი ცხოვრების წესის, მშვიდი გარემოს, საინტერესო ნივთების, ხელოვნების და ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.

12274330_553045611511794_8281284032063195446_n

რის დაგემოვნებას ურჩევდით თქვენს სტუმარს? 

ჰუმუსი და სტაფილოს ნამცხვარი.

რა პროგრამას სთავაზობთ სტუმრებს გარდა კვებისა?

დაბადების დღეების/დღესასწაულების გადახდას და დაგეგმვას, გასართობ სათამაშოებს, ლაივ მუსიკას და კერძების ადგილზე მიტანის სერვისს.

რა მნიშვნელობას ანიჭებთ დიზაინს. რის მიხედვით გადაწყვიტეთ ინტერიერის დიზაინი, ვისი შექმნილია?

დიზაინს გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გარემოს შექმნაზე ერთ კონკრეტულ დიზაინერს არ უმუშავია, შემქმნელებმა ერთობლივად, თითოეულმა ჩვენი წვლილი შევიტანეთ და ვცდილობთ უფრო გავამრავალფეროვნოთ ჩვენი კაფე.

12310642_552538101562545_2498201171802252476_n

გარდა თქვენი სივრცისა, რომელია თქვენთვის ისეთი ადგილი, რომელსაც ჩვენს მკითხველს ურჩევდით?

გარდა ჩენი ადგილისა, მკითხველებს ვურჩევდი ესტუმრონ მწერალთა სახლის კაფე “ლიტერას”.

12219620_549978261818529_5977963719958019078_n

ო, მოდა, მოდა გიმასპინძლებთ ყოველ დღე, დილის 11-დან – ღამის 1 საათამდე. გადახდა ამერიკან ექსპრესის გარდა ნებისმიერი ბარათით ხდება. ვისაც მანქანა გყავთ, შანიძის ქუჩაზე ყოველთვის იპოვით გასაჩერებელ ადგილს.

Leave a Reply