‘სომხეთმა ყვავილების ქვეყანა მოიპარა?’ – ასეთი სათაურის სტატია დადო ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტ გამოცემამ, რომელსაც 127 ათასი გამომწერი ჰყავს.  სტატია სომეხი არტისტის მიერ ‘ყვავილების ქვეყნის’ მელოდიის გამოყენებას ეხებოდა.   სერობ აჯემიანმა ნაცნობ მელოდიას, თავისი ტექსტი დაადო და სიმღერა – Hayastan-იც მზად აღმოჩნდა. ყველაზე უცნაური ისაა, რომ სიმღერის პოპულარობას ქართველებმა შეუწყვეს ხელი. ვიდეო ათობით ადამიანმა დააშეარე, ზოგიერთმა ვიდეო ჩამოტვირთა და იუთუბის საკუთარ არხზე ატვირთა, არაფერს ვამბობ მედიაზე, რომელიც ამ ამბავს ორი დღის განმავლობაში აშუქებდა.  საავტორო უფლებების დარღვევაზე მეტად, ჩემთვის საინტერესო ის ამბავი აღმოჩნდა, რომელიც ამ პლაგიატის გამოვლინების ამ შემთხვევამ დაგვანახა.  ქართველ ინტერნეტ მომხმარებელთა ნაწილს ‘ყვავილების ქვეყანა’  ქართული ხალხური სიმღერა ეგონა, უმეტესობა კი მას არა ერთი კომპოზიტორის მიერ შექმნილ რიგით კომპოზიციად, არამედ ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად და სიმდიდრედ მიიჩნევს.

ინტერნეტ მომხმარებლები ქართული ფოლკლორის ავთენტურ ნაწილად მიიჩნევენ ცეკვა შალახოსაც. ამიტომ დიდი დოზით გაღიზიანებას გამოხატავენ, მაშინაც როცა ინტერნეტში აწყდებიან ვიდეოს, სადაც შალახოს სომხები ასრულებენ და მეტიც, იგი სოხმურ ნაცინალურ ცეკვადაა მოხსენიებული. საქმე იმაშია, რომ შალახო ქართული ცეკვა არაა, იგი არც სომხურია და არც აზერბაიჯანული. ვიკიპედიაშია ცეკვა კავკასიური ფოლკლორის ნაწილადაა მოხსენიებული.  შალახო წარმოადგენს მულტიკულტურულ პროდუქტს. შალახოს უფრო მეტად შეგვიძლია ვუწოდოთ თბილისური ცეკვა, ვიდრე ქართული.  შალახოს კინტოებს უკავშირებენ, კინტო კი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ეროვნების მამაკაცი.  შესაბამისად, იმის მტკიცება რომ სომხებმა შალახო ‘მოიპარეს’ არასერიოზულია, თუმცა მაინც შეგვიძლია შევედაოთ შალახოს, როგროც სომხური ცეკვის გამავრცელებლებს და ვუთხრათ, რომ შალახო არ წარმოადგენს რომელიმე ერთი კულტურის კუთვნილებასა თუ ქმნილებას და მისი ეროვნულ ცეკვად მოხსენიება არასწორია.

 

 

 

 

დიდი ხანია, არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ სომხები ქართული კულტურის ნიმუშებს ითვისებენ და თავისად ასაღებენ. ინტერნეტში შეგვიძლია ასეთი მოსაზრების დამადასტურებელ, რამდენიმე მაგალითს წავაწყდეთ. პირველი მათგანი, ცეკვა ქართულის, სომხურ საქორწინო ცეკვად გასაღებაა.   ვიდეო, სადაც წყვილი ქართულ ცეკვას ასრულებს იუთუბზე 2014 წელს აიტვირთა და მას 23 ათასი ნახვა აქვს. საინტერეოსა ისაა, რომ ვიდეოს კომენტარები გამორთულია და იუთუბზე მასზე საკუთარი აზრის დაფიქსირება შეუძლებელია, თუმცა ვიდეოს 1000-ზე მეტი Dislike-ი აქვს.

ცეკვა – ქართულზე ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, ამიტომ საშველად ვიკიპედიას მივმართე, რომლის მიხედვითაც ცეკვამ ის სახე, რომელიც დღეს გააჩნია  XI – XII საუკუნეებში მიიღო და განსხვავებით შალახოსგან, მართლაც ქართულ ეროვნულ ცეკვას წარმოადგენს.

 

 

 

 

 

 

    ქართული ფოლკლორული ნიმუშების გარდა, სომხურით პროდუქციის სახელით სახელი მოიპოვეს ქართული სამზარეულოს კერძებმა და ღინომ. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა ქართულმა ბეჭდუმრა გამოცემამ, გამოქვეყნა სტატია, რომელიც მოგვითხრობდა ქართული საფერავის, ფრანგულ ბაზარზე, სომხური ღვინის სახელით გამოჩენის შესახებ.  სტატიის გამოქვეყნებიდან წლები გავიდა, თუმცა ინტერნეტში დღესაც შეგიძლიათ ნახოთ მრავალი საიტი ღვინის მოყვარულთათვის, სადაც საფერავი წარმოდგენილია სომხური ღვინის კატალოგში.  მიუხედავად იმისა, რომ საფერავი კახური ენდემური ყურძნის ჯიშია.

 

სანამ საქართველო მაწონს, სულგუნსა, ხაჭაპურსა და კიდევ ათობით ქართულ კერძს დააპატენტებდა, ისინი საერთაშორისო ბაზარზე სომხეთში რეგისტრირებულ კომპანიებს გაჰქონდათ. ხაჭაპური დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი კერძია და მას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში არსებული თოთოეული რეგიონი თავისებურად ამზადებს.  საბჭოთა პერიოდში კერძი პოპულარული გახდა თითოეულ საბჭოთა რესპუბლიკაში.  მიუხედავად იმისა, რომ კერძი ქართული სამზარეულოს ნაწილია, იგი პოპულარულია კავკასიის რეგიონში, ამიტომაც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იგი წარმოდგენილი იყო, როგორც რეგიონის ტრადიციულ კერძებს შორის. სოჭში ოლიმპიადის გასაშუქებლად ჩასულ დამოუკიდებელ ბლოგერთა შორის, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა  ხაჭაპური, ხინკალი, ხარჩო და სულგუნი. სხვა კერძებთან ერთად ბლოგერები თავიანთ მკითხველებს სწორედ ამ კერძების დაგემოვნებას ურჩევდნენ.

ხაჭაპურის მსგავსი პოპულარობა აქვს ჩურჩხელას, რომელიც ქართული ტრადიციული სამზარეულოს ნაწილია. თუმცა, საქართველოს გარდა, ჩურჩხელა გავრცელებულია სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, სიარიაში, კვიპროსსა და საბერძნეთში.  მისი დამზადების წესი ყველგან ერთნაირია.  ჩურჩხელა სომხეთში სუჯუკის სახელითაა ცნობილი, მაგრამ როცა საქმე პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანას ეხება, ისნი ტკბილეულის ყველასთვის ცნობილ, ბრენდად ქცეულ სახელ – ჩურჩხელას იყენებენ.

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply