სვეტლანა ალექსიევიჩი ბელორუსი მწერია. დედა ურკაინელი ყავს. მამა ბელორუსი. დაიბადა უკრაინაში და გაიზარდა ბელორუსში. საბჭოთა ადამიანია.  მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტი და ავტორი. მწერალი, რომელსაც 2015 წელს ნოებლის პრემია მიანიჭეს. ამავე წელს, მისი წიგნი – ‘ჩერნობილის ლოცვა’ ქართულად ითარგმნა და იგი ‘არტანუჯმა’ გამოსცა.

 

ამ ქალბატონს წერის განსაკუთრებული სტილი აქვს. იგი ფიქციას არ ქმინს. რეალობის ასასახად თვითმხილველებს, მსვერპლებს, ‘შავ ყუთებს’ იყენებს. ამ წიგნის შემთხვევაშიც ასე მოიქცა. 1986 წლის, 26 აპრილს, ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ტრიბუნა დაუთმო, ხმა მისცა, რათა დანარჩენ მსოფლიოს მათი ისტორიები მოესმინა. ისტორიები კი ადვილი მოსასმენი არაა.

მიუხედავად, იმისა რომ წიგნში რეალურ ადამიანთა ინტერვიუებია თავმოყრილი, პირველივე ამბის წაკითხვისას გიჩნდება შეგრძნება, რომ სამეცნიერო სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობ.  წიგნის ფურცვლისას შეგრძნება უფრო მძაფრდება, თუმცა იცი, რომ არც ერთი ისტორია ფიქცია არაა, ყველა ნამდვილია.  თითოეულის ჩამთავრებისას გგონია, რომ ამაზე ტრაგიკულს ვერაფერს წაიკითხავ, თუმცა საკმარისია კიდევ ერთი გევრდი გადაშალო და საპირისპიროში დარწმუნდები.

თითოეული ამბავი ინდივიდუალურია და თითოეულ მათგანს ჩერნობილი აერთიანებს.  ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი კატასტროფა, რომელიც  ეკოლოგიური, პოლიტიკური და სოციალური კატასტროფის გარდა, ასი ათასობით ადამიანის პირად ტრაგედიად იქცა.

1986 წლის, 26 აპრილის ღამეს ერთდოულად ბევრი რამე მოხდა. პირველ რიგში, ეს იყო ღამე როცა ახალი სოციალური ფენა, ახალი კასტა წარმოიშვა. ამ ღამის შემდეგ, ადამიანებმა ეროვნული და ეთნიკური ნიშნები დაკარგეს და იქცნენ ჩერნობილის ადამიანებად.  წიგნში ადამიანები თავად ყვებიან, რას ნიშნავს იყო ჩერნობილის ადამიანი.  როგორც შეიძლება ერთ ღამეში იქცე უცხო სხეულად საკუთარ სოციუმში. როგორ შეიძლება ჩერნობილმა შენი პიროვნება დაჩრდილოს და მასზე წინ დადგეს.  ისე რომ ადამიანებმა მხოლოდ მისი, აფეთქებული სადგურის და სიცოცხლისთვის საშიში რადიაციის დანახვა შეძლონ.  ახალი კასტის წევრების ყველას ეშინოდა, მათგან თავს შორს იჭერდნენ, რადგან ისინი ‘ანათებენ’, ‘იწვიან’, გადამდებები არიან, საკუთარი ორგანიზმებით სიკვდილს ატარებენ.  აფეთქებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ბირთვული სადგურიდან ათობით კილომეტრში გაქრნენ რუსები, უკრაინელები, ბელორუსები და დარჩნენ მხოლოდ ჩერნობილის ადამიანები.

პირად ტრაგედიებთან ერთად, ეს წიგნი ერთი ქვეყნის ტრაგედიაზეცაა. ერთ დროს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყნის ტრაგედიაზე. ჩერნობილის ადამიანები სადგურის აფეთქებას, საბჭოთა კავშირის აფეთქებას უტოლებენ. მათთვის კრემლის კედლები სადგურის სახურავთან ერთად აალდა და ჩერნობილის უჩეულო ცეცხლმა დიადი ქვეყანა ჩამოადნო.  ტრაგედიამ საბჭოთა ხელისუფლების ნამდილი სახის ნაკვთები გამოკვეთა და საბჭოთა ადამიანებმაც იგი დაინახეს. თავად საბჭოთა ადმაიანის ირგვლივ კი, იდეოლოგების მიერ ხელოვნურად შექმნილი სამყარო დაინგრა და მათ ახალ სამყაროში გაიღვიძეს, სადაც  კომუნიზმის მშენებლობისკენ სწრაფვა, დიადი სამშბლო, რომლის წინაშეც ყველა ძრწოდა, სადღაც გაქრა.  დარჩა რეალობა, რომლისთვისაც საბჭოთა ადამიანი მზად არ აღმოჩნდა. ახალი სამყარო მისთვის უცხო იყო. ასე გახდა ჩერნობილი კიდევ ერთი კატასტროფის, მენტალური კრიზისის დასაწყისი.

საბოლოოდ დიადმა სამშბლომ არსებობა შეწყვიტა, საბჭოთა ადამიანები სამშობლოს გარეშე დარჩნენ. ჩერნობილის ადამიანებმა გაიაზრეს, რომ ომი, შეძლება იარაღის გასროლის გარეშედაც გაჩაღდეს.  ჩერნობილის კატასტროფის მსხვერპლები მდგომარეობას იმ ომს ადარებენ, რომლიც მშობლებისგან ახსოვდათ და რომლისთვისაც საბჭოთა ხელისუფლება მათ გამუდმებით ამზადებდა, თუმცა ჩერნობილის ომი სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ამ ომს გამარჯვებული არ ჰყოლია, დამარცებით კი მთელი თაობები დამარცხდნენ.  საბჭოთა ხელისუფლების შეცდომები, ადამაინის მარცხის ბუნების წინაშე, ამ ყველაფერს ჩერნობილის ადამიანები გენეტიკური კოდით ატარებენ და მომავალ თაობებს გადასცემენ.

 

 ,,სიზმრებს მიყვებიან : რვაფეხიანი ხბო გავაჩინე, ან ზღარბისთავიანი ლეკვიო… ისეთი უცნაური სიზმრებია… ადრე ასეთ სიზმრებს ქალები არ ნახულობდნენ. მე არასდროს გამიგია. 

ბებიაქალობის ოცდაათწლიანი სტაჟი მაქვს”…

 

მანამდე კი ისინი ცხოვრობენ ტანჯვაში და ხმებს, ჩვენთვის წარმოუდგენელი სამყაროდან, მომავლიდან გვაწვდიან. ისინი არც შეცოდებას ითხოვენ, არც შველას. საკუთარ ხმებს იმისთვის იყენებენ, რათა თავიანთი ამბები გვიამბონ და იკითხონ. ბევრი კითხვა უნდა დასვან, რადგან მათზე პასუხები არავის აქვთ. პასუხები არც ხელისუფლებას აქვს,  არც მედიას, არც ეკლესიას. არადა, იმდენი პასუხგაუცემელი კითხვაა. თავიანთ ხმებს ამ კითხვების გაჟღერებისთვის იყენებენ.  სვეტლანა ალექსიევიჩი კი მათ გაგონებაში გვეხმარება…

 

”ამასწინათ ძმა მესტუმრა შორეული აღმოსავლეთიდან. მითხრა, ,,თქვენ ერთგვარი ,,შავი ყუთები” ხართ… ადამიანი ,,შავი ყუთები”…  ,,შავი ყუთები” ყველა თვითმფრინავში აქვთ, ისინი ფრენის შესახებ მთელ ინფორმაციას იწერენ. როცა ავარია ხდება,  ,,შავ ყუთს” ეძებენ.”

Leave a Reply