სკარლეტ იოჰანსონისა და ემა სთოუნის შემდეგ, ვუდი ალენი მაილი საირუსით დაინტერესდა. ვუდი ალენი ახალი პროდუქტის შესაქმნელად ემზადება. კომედიური სერილი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორიც ვუდი ალენია ექვსი ეპიზოდიანი იქნება და მის გადაღებასა და დისტრიბუციას ამაზონი უზრუნველყოფს.  კომედიის მოქმედება 60-იან წლებში განხორციელდება. რეჟისორის თქმით, მას წარმოდგენაც არ აქვს რას შეეჭიდა და რა გამოვა პროექტისგან, რადგან მსგავსი არაფერი არ გაუკეთებია.

ვუდი ალენისა და მაილი საირუსის გაერთიანებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. თაყვანისმცემელთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა მაილი საირუსზე არჩევანის შეჩერებით. საირუსმა უკანასკნელად ფილმში წლების წინ ითამაშა და განაცხადო რომ ეს მისი ბოლო სამსახიობო როლი იყო.  ვუდი ალენთან კოლაბორაციაზე კი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply