ოსკარზე აფრო-ამერიკელი წარმოშობის ნომინანტების სიმცირესთან დაკავშირებული პროტესტი ჯერ არ დამთავრებულა და შეერთებულ შტატებში რასობრივი საკითხი და კინემატოგრაფი კიდევ ერთ უხერხულ ტანდემს ქმნიან. საქმე ეხება ფილმს, რომლის გადაღება ჯერ არ დაწყებულა. კომედიური ხასიათის სათავგადასავლო ფილმში მაიკლ ჯექსონის როლს თეთრკანიანი მსახიობი – ჯოზენ ფაინსი შეასრულებს.

 

ფილმი დაფუძნებული ქინება ურბანულ ლეგენდაზ, რომლის თანახმადად 11 სექტემბრის ტერაქტამდე ერთი დღით ადრე, მაიკლ ჯექსონმა ლიზ ტეილორი და მარლონ ბრანდო თავის კონცერტზე დაპატიჟა და მათ ნიუ-იორკი დატოვეს. ჰოლივუდის ლეგენდები ერთად ოჰაიოში იმყოფებოდნენ, როცა ტერაქტი მოხდა და აეროპორტები ჩაიკეტა. მაშინ ჯექსონს დაებადა აზრი, რომ მანაქანა ექირავებინათ და  ლოს-ანჯელესამდე მთელი ქვეყნის გადაკვეთით, სამანქანო მოგზაურობაში წასულიყვნენ. ეს ურბანული ლეგენდა პირველად მაიკლ ჯექსონის ასისტენმა დაადასტურა, თუმცა ელიზაბეტ ტეილორის ასისტენმა თქვა, რომ მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა. შესაბამისად, ამბავი მხოლოდ ლამაზ ლეგენდად დარჩა.

ჯოზეფ ფაინსმა ერთ-ერთ ჟურნალთან საუბარში განაცხადა :

”მე სცენარი გადმომცეს და ის შესანიშნავია. ეს არის კომედია და ჩემთვის დიდი გამოწვევა. ამასთან, ეს არის ლამაზი ისტორია, რომელიც ლეგენდარული ტრიოს ახლო მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს.”

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply