2006 წლიდან ლექსიკონში გაჩნდა ახალი სიტყვა – თრიფსტერი. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვას მრავალი მნიშვნელობით განმარტავენ, მათ შორის ყველაზე მარტივი და გავრცელებულის თანახმად, თრიფსტერი წარმოადგენს მოგზაურისა და ჰიფსტერის ნაზავს. შეგვიძლია ისინი ჰიფსტერული სუბკულტურის ნაწილად მოვიაზროთ, თუმცა ეს მთლად სწორი არ იქნება. თრიფსტერებს პოზიტიური და კეთილგანწყობილ ადამიანებად მოიაზრებენ, რომლებსაც უყვართ მოგზაურობა და ლაშქრობები. მათთვის დასვენება შემეცნებისა და თავგადასავლებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ისინი თავს არიდებენ შვებულებებზე მეინსტრიმულ ადგილებში გამგზავრებას და ირჩევენ შედარებით უცნობ, არახალხმრავალ დანიშნულების პუნქტს, სადაც შესაძლებელი იქნება სპირიტუალური გამოცდილების მიღება. ძირითადად ფეხით ან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

 

 

Leave a Reply