პოსტი შეიცავს მხოლოდ ზრდასრულთათვის დასაშვებ კონსენტს

 მაიტე სუბიაურე მადრიდში მოღვაწე მეცნიერია, რომელიც მოდერნიზმის კვლევებზეა  ფოკუსირებული. მისი შესწავლის ობიექტია 1898 წლიდან 1938 წლამდე  ესპანური ისტორიის პერიოდი, ანუ ის ხანა,  როცა ესპანეთის იმპერია განადგურდა და ქვეყანა მელანქოლიამ მოიცვა.  ესპანეთის ისტორიის ეს პერიოდი დახშობილ პერიოდად ითვლება. 20-იან წლებში დასავლურ ცივილიზაციაში მთელი რიგ სოციალურ მოძრაობებს ჩაეყარა საფუძველი. მიუხედავად, იმისა რომ ამაზე ბევრს  არ ლაპარაკობენ, ასეთ მოძრაობებს შორის იყო ფემინისტური და  ჰომოსექსუალთა უფლებების დამცავი მოძრაობებიც, რომლებიც   საზოგადოებამდე თავისი სათქმლის მიტანისთვის  მდიდარ  და მრავალფეროვან საშუალებებს, მათ შორის, ხელოვნების სხვადასხვა დარგებს ეფექტურად იყენებდნენ.

 

ფრაკნოს რეჟიმის დროს მსგავსი სოციალური მოძრაობების დამადასტურებელ ფაქტთაგან უმეტესი ნაწილი განადგურდა. პირველ რიგში, ანადგურებდნენ ესპანური ეროტიკის ნიმუშებს. თუმცა, სუბიაურემ  მადრიდში, ანტიკვარულ მაღაზიაში,  დასრულებელი ეროტიკული ფილმის ფოტოებად ქცეული კადრების პოვნა მაინც შეძლო.  ფოტოებზე გამოსახულია მრავალი სექსუალური აქტი, რომელთაგან უმრავლესობას კათოლიკური ეკლესია კრძალავდა. ერთ-ერთი ვარაუდით, ნამუშევარი კათოლიკური ეკლესიის დოგმატების წინააღმდეგ მიმართული საშუალებას წარმოადგენდა.

ფოტოებში ასახულია თამამი სასიყვარული სცენები. მათ შორის, ჰომოსექსუალი წყვილები. ფოტოებში შეინიშნება მკვეთრად ფემინისტური განწყობა. შიშველი ადამიანები პოზიორობენ ისეთი საგნების გვერდით, როგორიცაა საბეჭდი მანქანა და ველოსიპედი. ორივე საგანი განვითარების, ახალი ეპოქის, ახალი საუკუნის სიმბოლო იყო და მათ გვერდით მდგომი პიროვნება განასახიერებდა თავისუფალ პიროვნებას, რომელიც ბუნებრიობასა და სიყვარულს ზეიმობს.

 

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply